გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, აპრილი 07, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი არის ამ სფეროს გამორჩეული პროფესიონალი და მისი დამსახურებაა, რომ ფისკალური მდგრადობის კუთხით საუკეთესო მაჩვენებლები გვაქვს

28-11-2024

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი არის ამ სფეროს გამორჩეული პროფესიონალი და მისი დამსახურებაა ის, რომ ფისკალური მდგრადობის კუთხით ჩვენ გვაქვს საუკეთესო მაჩვენებლები, რა თქმა უნდა, მთლიანად ეკონომიკურ გუნდთან ერთად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მისი თქმით, ქვეყანა პირველ ადგილზეა ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით მსოფლიო მასშტაბით, რაც ასევე ლაშა ხუციშვილის დამსახურებაა.


„ბიუჯეტის დეფიციტი, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, საგარეო ვალი და ა.შ. ყველა ეს მაჩვენებელი არის დადგენილი ზღვრის ფარგლებში, რაც ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებას. ჩვენი ქვეყანა პირველ ადგილზეა ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით მსოფლიო მასშტაბით, რაც აღიარებულია საერთაშორისო ინდექსების მიერ. ესეც არის ჩვენი ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის დამსახურება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930