30-11-2024
მიუხედავად დესტრუქციული ძალების გააქტიურებისა, რომ საქართველოში „მაიდანი" შედგეს, ამას ხელისუფლება არ დაუშვებს! - წერს „ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ყველა უკანონო ქმედება უმკაცრესად დაისჯება, ვინაიდან, ქაოსი ქვეყნის ინტერესებში არ შედის. ასევე, ხუნდაძე აცხადებს, რომ სახელმწიფოს სიძლიერე კანონის უზენაესობასა და საზოგადოების პასუხისმგებლობაზე გადის, რისი გარანტი იქნება ქართული ოცნების გუნდი და მისი თითოეული წარმომადგენელი.
„მიუხედავად დესტრუქციული ძალების გააქტიურებისა, რომ საქართველოში „მაიდანი" შედგეს, ამას ხელისუფლება არ დაუშვებს!
ყველა უკანონო ქმედება იქნება პასუხგაცემული და უმკაცრესად დასჯილი! ქაოსი და თავნებობა საზოგადოებისა და ქვეყნის ინტერესში არ შედის.
მოლოტოვის კოქტეილების სროლა, პოლიციელების ბულინგი და შეურაცხყოფა ვერასოდეს გახდება გამოხატვის თავისუფლების საუკეთესო სტანდარტი.
სახელმწიფოს სიძლიერე კანონის უზენაესობასა და საზოგადოების პასუხისმგებლობაზე გადის. სწორედ ამის გარანტი იქნება ქართული ოცნების გუნდი და მისი თითოეული წარმომადგენელი.
მორჩილ საქართველოს ვერავინ იხილავს!
ჩვენ ამომრჩეველს დავპირდით მშვიდობას, სტაბილურობას და ღირსეულად ჭეშმარიტი ევროპული გზის გავლას, რაც აუცილებლად იქნება შესრულებული!" - წერს დიმიტრი ხუნდაძე.
19-12-2024
18-12-2024