გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ჩიხელიძე: როგორი პარადოქსია, რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ოპოზიცია, რუსეთის ხელით გვებრძვის

30-11-2024

„როგორი პარადოქსია, რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ოპოზიცია, რუსეთის ხელით გვებრძვის. არ ვაჭარბებ, გუშინ შსს-მ, პოლიციის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო რუსეთის რამდენიმე მოქალაქე დააკავა, ეს ადამიანები საქართველოში რუსეთის საქმეს აკეთებენ,ახლა როგორია ოპოზიციის პოზიცია, ყველა რისი ერთნაირია თუ მათ შორის განსხვავება არის?“ - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ჩიხელიძე.


მისი განცხადებით, რადიკალურმა ოპოზიციამ რამდენი რუსიც არ უნდა დაიხმაროს, საქართველო მაინც არასდროს გარუსდება.


„როგორი პარადოქსია, რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ოპოზიცია, რუსეთის ხელით გვებრძვის. არ ვაჭარბებ, გუშინ შსს-მ, პოლიციის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო რუსეთის რამდენიმე მოქალაქე დააკავა, ეს ადამიანები საქართველოში რუსეთის საქმეს აკეთებენ,ახლა როგორია ოპოზიციის პოზიცია, ყველა რისი ერთნაირია თუ მათ შორის განსხვავება არის? ოპოზიციას ვეტყვი, რომ უსამართლოა მეგობრებო თქვენი ბრძოლა, უსამართლო! რამდენი რუსიც არ უნდა დაიხმაროთ, ეს ქვეყანა არ გარუსდება, პირიქით, გაძლიერდება ფენიქსივით აღდგება და დამოუკიდებელი იქნება, გინდ რუსი დაიხმარეთ და გინდ ამერიკელი, მარცხისთვის ხართ განწირული! მუმლი მუხასაო გარს ეხვეოდაო, მუმლი ჰქრებოდაო, მუმლი წყდებოდაო, ხე არ ხმებოდაო. საქართველოს ბევრი მტერი ეხვევა, მაგრამ საქართველო არასდროს დამარცხდება, არასდრის გახმება... თქვენ? თქვენ მეცოდებით, რადგან ხელი საქართველოს წინააღმდეგ აღმართეთ,“- წერს ჩიხელიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031