გაიგე განსხვავებული

პარასკევი, აპრილი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვახსოვს თავს მოხვეული მოლაპარაკებები 2021 წლიდან, შემდეგ გვაიძულეს, კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლა - რა თქმა უნდა, დღეს ამის არანაირი რესურსი ოპოზიციას აღარ აქვს

2-12-2024

ჩვენ გვახსოვს თავსმოხვეული მოლაპარაკებები 2021 წლიდან, შემდეგ გვაიძულეს, კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლა. რა თქმა უნდა, დღეს ამის არანაირი რესურსი ოპოზიციას აღარ აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 


პრემიერის თქმით, არის კონკრეტული ადამიანების მხრიდან ინტერესი საჯარო დისკუსიასთან დაკავშირებით და ამ ფორმატისთვის მზაობა არსებობს.  


„არავითარი მოლაპარაკებები. ჩვენ გვახსოვს თავსმოხვეული მოლაპარაკებები 2021 წლიდან, შემდეგ გვაიძულეს, კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლა. რა თქმა უნდა, დღეს ამის არანაირი რესურსი ოპოზიციას აღარ აქვს. საჯარო დისკუსიასთან დაკავშირებით ღიაა ჩვენი შეთავაზება. როგორც დავინახეთ, არის კონკრეტული ადამიანების მხრიდან ინტერესი და ამ დღეებში მზად ვართ, რომ საჯარო დისკუსიის ფორმატში დავსხდეთ მათთან ერთად, მაგრამ არავითარი მოლაპარაკებებისთვის რა თქმა უნდა, არავითარი საფუძველი არ არსებობს", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930