3-12-2024
„სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს, მაგრამ არა ქართველი ხალხის პრეზიდენტი, ყველაფერს აკეთებს ქართული სახელმწიფოს და მისი ინსტიტუტების დასაკნინებლად! ის ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებს, რომ ძალოვნებს ნარკოტიკული საშუალებებით აბრუებენ და მხოლოდ ამიტომ იცავენ ისინი ასე თავგამოდებით წესრიგსა და სახელმწიფო უსაფრთხოებას! ანუ სახელმწიფოს იცავს ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი ძალოვანი წინააღმდეგ შემთხვევაში ის ასე არ მოიქცეოდა! ამ შინაარსს ავრცელებს საქართველოს პრეზიდენტი“, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი არის უახლოესი ისტორიის შავი ლაქა, რომელსაც საშუალება რომ მისცემოდა ზუსტად ისე იმოქმედებდა როგორც მიხეილ სააკაშვილი მოქმედებდა.
„სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს, მაგრამ არა ქართველი ხალხის პრეზიდენტი, ყველაფერს აკეთებს ქართული სახელმწიფოს და მისი ინსტიტუტების დასაკნინებლად! ის ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებს, რომ ძალოვნებს ნარკოტიკული საშუალებებით აბრუებენ და მხოლოდ ამიტომ იცავენ ისინი ასე თავგამოდებით წესრიგსა და სახელმწიფო უსაფრთხოებას! ანუ სახელმწიფოს იცავს ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი ძალოვანი წინააღმდეგ შემთხვევაში ის ასე არ მოიქცეოდა! ამ შინაარსს ავრცელებს საქართველოს პრეზიდენტი. ეს ქალი არის უახლოესი ისტორიის შავი ლაქა, რომელსაც საშუალება რომ მისცემოდა ზუსტად ისე იმოქმედებდა როგორც მიხეილ სააკაშვილი მოქმედებდა. მან ყველაფერი გააკეთა რისი საშუალებაც მას მისი ლეგიტიმაციის ფარგლებში მიეცა და მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე პოლიტიკური პარასკევიღა დარჩა ცდილობს დარჩენილი დროც ქართული სახელმწიფოს იმიჯის დაზიანებისკენ მიმართოს“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.