3-12-2024
„იმდენად არის შესული ავადმყოფურ აზარტში, რომ როგორც ერთ ქართულ ფილმშია, „თავკონტროლი აქვს დაკარგული“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, საპოლიციო ძალები ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან.
მისივე თქმით, ნარცისიზმი და თვითგანდიდების მანია, რითაც ზურაბიშვილი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ დაავადდა, იმის გამო, რომ იყო nobody და უცებ გახდა somebody, უკურნებელი სენია.
„იმაზე, რასაც ქვემოთ დავწერ, ვიცი ბევრს ექნება სრულიად საფუძვლიანი კონტრარგუმენტი - ეს ხომ ამ ხელისუფლებამ გაათრია პრეზიდენტადო და ა.შ. დიახ, სამწუხაროდ, ასე იყო და შეცდომა აღიარებულია. თუმცა, ის, რასაც დღეს ვხედავთ ვადამილეული (პ)რეზიდენტის მხრიდან, არის სრული(!) პოლიტიკური და მორალური მარგინალიზაცია, კრახი, დაცემა - როგორც გნებავთ, ისე უწოდეთ. იმდენად არის შესული ავადმყოფურ აზარტში, რომ როგორც ერთ ქართულ ფილმშია, „თავკონტროლი აქვს დაკარგული“.
მოგეხსენებათ, ნარცისიზმი და თვითგანდიდების მანია, რითაც ზურაბიშვილი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ დაავადდა, იმის გამო, რომ იყო nobody და უცებ გახდა somebody, უკურნებელი სენია. არ ვიცი, ჩვენი საზოგადოება როგორ მოექცევა ზურაბიშვილს იმის შემდეგ, რაც ორბელიანების სასახლეს დაატოვებინებენ და აუცილებლად უნდა დაატოვებინონ, რაც არ უნდა გაჯიუტდეს იქიდან გამოსვლაზე“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.