გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივლისი 24, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის მოწოდებები საყოველთაო გაფიცვის შესახებ, სასოწარკვეთილი გზავნილებია, „ნაცმაიდნის" ჩავარდნილი მცდელობის ხელახლა გაღვიძება წარუმატებლობისთვის არის განწირული

5-12-2024

რეალურად, „ნაცმაიდანი" უკვე ჩავარდნილია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციის მოწოდებები საყოველთაო გაფიცვის შესახებ, სასოწარკვეთილი გზავნილებია.


„მათ აქვთ გარკვეული რესურსი, ეს არის ლიბერალურ-ფაშისტური რესურსი, რომელიც იქმნებოდა უცხოური დაფინანსებით და პრაქტიკულად ეს რესურსი უკვე მაქსიმალურად გამოფინეს გარეთ. ამის იქით მათ დიდი რესურსი რეალურად აღარ აქვთ, შესაბამისად, „ნაცმაიდნის" ჩავარდნილი მცდელობის ხელახლა გაღვიძება ისეთივე წარუმატებლობისთვის არის განწირული, როგორც იყო წინა ოთხი „ნაცმაიდნის" მცდელობა. აქედან გამომდინარე, მათ ამის არავითარი რესურსი არ აქვთ", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031