გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: თუ ვინმეს ჰგონია, რომ იქ ხალხი თავისით გადის, პიროტექნიკას თავისით ყიდულობს მილიონებისას, ეს არის ტყუილი, გუშინ დადასტურდა, რომ „ნაცმოძრაობის“ სხვადასხვა პარტიული ოფისიდან იმართება და მარაგდება ეს პროცესი

5-12-2024

„თუ ვინმეს ჰგონია, რომ იქ ხალხი თავისით გადის, პიროტექნიკას თავისით ყიდულობს მილიონებისას და თავისით ხდება რაღაცები ეს არის ტყუილი, გუშინ დადასტურდა, რომ პარტიული ოფისებიდან იმართებოდა პროცესი. „ნაცმოძრაობის“ სხვადასხვა პარტიული ოფისიდან იმართება პროცესი",- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. 


მისივე თქმით, აღნიშნულ აქციებზე, წინასწარ სპეციალურად 16- 20 დეკემბრისათვის ნაყიდი პიროტექნიკა და სხვადასხვა ნივთიერებები იქნა გამოყენებული.


„ეს პროცესი მარაგდება, წინასწარ სპეციალურად 16- 20 დეკემბრისათვის ნაყიდი პიროტექნიკით და სხვადასხვა ნივთიერებებით, აალებადი ნივთიერებებით, მათ შორის, არ არის რთული, თუ იცი დამზადება მოლოტოვის კოქტეილების, ამისთვის განკუთვნილი აალებადი ნივთიერებები, ბენზინი იქნება ეს, დიზელი თუ სხვა თავისი ბოთლებით, კოხტად დაჭრილი ნაჭრებით და ა.შ. მთელი ეს შეიარაღება „მშვიდობიანი „ აქციისათვის ამოღებულ იქნა “ნაცმოძრაობის“ სხვადასხვა ოფისებიდან, უცხოური ფულით დაფინანსებული, მათ შორის რუსული ფულით, დაფინანსებული და არც ამას ვლაპარაკობ შემთხვევით და ათეულობით რუსი ინსტრუქტორი შემთხვევით არ აღმოჩენილა, ყველა ოპოზიციონერი იყოო იქ არ დამიწყოთ ახლა ამის მტკიცება.


სად რა არის აღრეული და რომელი ინსტრუქტორი საიდან, რა მიზნით, არის ჩამოსული თვითონ ვერ არკვევენ და ჩვენც გვიჭირს გარკვევა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერკვევით ამაშიც, შესაბამისად ამისა, ისინი იმართებიან პარტიული ოფისებიდან და შემდეგ იყოლიებენ, რა თქმა უნდა ვიღაცა შეიძლება იყოს გულწრფელიც იქ და არის ასეთი შემთხვევებიც, მაგრამ ის გულწრფელი ადამიანები მეტწილად დგანან მშვიდობიანად და გუშინ, როგორც კი ეს მშვიდობიანი აქცია, ახლა რომ გითხრათ, რომ არ განძრეულა იქ არავის და ერთი ქვა არ უსვრიათ მთლად ეგრეც არ იყო, ამა ნუ წარმოვიდგენთ, მაგრამ სადამდეც მოთმენა შეიძლება და მშვიდობიანობის ხასიათს ასე ინარჩუნებს მოთმენის ზღვარზე აქცია, იქ პოლიცია არ ინძრევა საერთოდ, რეაგირებას არ ახდენენ, ითმენენ, ვაჟკაცურად, თავისი მუნდირის და ღირსების შესაბამისად“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031