გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, აგვისტო 21, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: რადიკალურ ოპოზიციას ჰქონდა კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მცდელობა, ეს არის არაკონსტიტუციური ქმედება და ამას სჭირდება სათანადო რეაგირება

6-12-2024

ოფისებში შემალული პოლიტიკოსები ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას მათი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გამო. ყველამ დაინახა, რომ რეალურად ძალადობის მთავარი კერა იყო სწორედ პარტიული ოფისები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


პრემიერის თქმით, რადიკალურ ოპოზიციას ჰქონდა კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მცდელობა, ეს არის არაკონსტიტუციური ქმედება და ამას სჭირდება სათანადო რეაგირება.


„ოფისებში შემალული პოლიტიკოსები ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას მათი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გამო. ყველამ დაინახა, რომ რეალურად ძალადობის მთავარი კერა იყო სწორედ პარტიული ოფისები. როგორც კი ჩვენ შევედით ოფისებში, როგორც კი გავანეიტრალეთ ძალადობის კერა, ძალადობის წყარო, მაშინვე დასრულდა ძალადობაც. ამ პოლიტიკოსებს და შესაბამის პარტიებს, საუბარია რადიკალურ ოპოზიციაზე, რომელიც არის არსებითად ოთხი პარტიის წარმომადგენელი, მათ ჰქონდათ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მცდელობა, რაც არის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული უკანონო, არაკონსტიტუციური ქმედება და ამას სჭირდება სატანადო რეაგირება. ", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031