გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი ავტოავარიის შედეგად ქალის გარდაცვალებაზე ოპოზიციის რეაქციაზე: მოკლევადიანი სიხარული ჰქონდათ პოლიტიკურ ნეკროფილებს

7-12-2024

„მოკლევადიანი სიხარული ჰქონდათ პოლიტიკურ ნეკროფილებს. არ მოუკლავს დედა აქციაზე „ნაცემი“ შვილის კადრებს. რამეთუ არავის არავინ არ უცემია“, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში.


იგი იხსენებს ოპოზიციის სხვა მცდელობასაც, შეექმნათ მსხვერპლი პირადი ტრაგედიებიდან.


ასევე აღნიშნავს, რომ მოკლე დროში, ბევრი პოლიტიკური სარეველა აღმოცენდა.


„მოკლევადიანი სიხარული ჰქონდათ პოლიტიკურ ნეკროფილებს. არ მოუკლავს დედა აქციაზე "ნაცემი" შვილის კადრებს. რამეთუ არავის არავინ არ უცემია. ზედოზირებით გარდაცვლილი იმ ოპერატორისა არ იყოს. როგორც ის ვერ გახდა რიტუალური მკვლელობის მსხვერპლი, არამედ საკუთარი დაუძლეველი სნეულების უბედური შედეგი - მასე ვერ გამოიყვანეს პირდაპირ თუ არა, "ირიბ" რიტუალურ მსხვერპლად ერთი რიგითი ქართული ოჯახის პირადი ტრაგედია.


ლეშიჭამიები და პოლიტიკური ნეკროფილები, შეკვეთილი მკვლელობების ორგანიზატორები და შემსრულებლები, პოლიტიკური პედოფილიის მიმდევრები, უნიჭიერესი ახალგაზრდა თაობების გენმოდიფიცირების მესვეურები, მოკლული შვილების საფლავზე უბედური მამის ამფეთქებლები - მონები, ლაქიები, მარიონეტები, არაქალები და არაკაცები. ამდენი პოლიტიკური სარეველა რა მოკლე დროში აღმოცენდა - ამაში ჩემს პირად პასუხისმგებლობასაც ვაღიარებ..." - წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031