გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე: საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელიც რუსთაველზე იკრიბება და მათაც, ვინც რადიკალიზმს ამა თუ იმ ფორმით ახალისებს, უნდა იცოდნენ, რომ ქმნიან ომის საფრთხეს

8-12-2024

„დღეს ქვეყანაში სიმშვიდე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ურთიერთდაპირისპირება მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. სიმშვიდე თითოეული მოქალაქის საზრუნავად უნდა იქცეს. წაქეზებულ აურზაურს, რომ სიკეთე არ მოაქვს ყველა ვხედავთ“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე წერს.


მისი თქმით, საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელიც რუსთაველზე იკრიბება და მათაც, ვინც რადიკალიზმს ამა თუ იმ ფორმით ახალისებს, უნდა იცოდნენ, რომ ქმნიან ომის საფრთხეს.


„პოლიტიკაში გაუთვითცნობიერებელი და ნაკლებად ინფორმირებული ხალხი, სოციალურ ქსელებში აქტიურობით ამძიმებენ ისედაც რთულ პოლიტიკურ გარემოს. ზოგი ამას გაუმართლებელი გულწრფელობით აკეთებს, ზოგი პოლიტიკური კეკლუცით, ზოგი ბულინგის შიშით და ზოგიც დაკვეთის შესასრულებლად „შრომობს“.


ამ ქაოსის დამკვეთებს, ქვეყნის შიგნიდან და გარედან ერთად, სურთ ჩვენი დაპირისპირება, ურთიერთობების ნგრევა, ახლონათესაურ და მეგობრულ ურთიერთობებამდეც კი. ნაწილობრივ ამას აღწევენ კიდეც. ბავშვებსაც მიადგნენ. არ ინდობენ მოზარდების ფსიქო-ემოციურ გარემოს, რაც სახიფათოა, პირველ რიგში, მათთვის. საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელიც რუსთაველზე იკრიბება და მათაც, ვინც ამა თუ იმ ფორმით ამას ახალისებს, უნდა იცოდნენ,რომ ქმნიან ომის საფრთხეს, არყევენ მზარდ ეკონომიკას, სახელმწიფო ინსტიტუტებს, ქვეყნის სტაბილურობას და მის დამოუკიდებლობას.


აფერხებენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესს. ხელს უწყობენ რწმენისა და ოჯახური ფასეულობების განადგურებას, ლგბტ პროპაგანდას და თაობათაშორისი ურთიერთობების მოშლას. დროა დავფიქრდეთ და ყველა ერთად გავუფრთხილდეთ სამშობლოს!“, - წერს დიმიტრი ხუნდაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031