გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ედიშერ გვენეტაძე: ხდება ის, რაც დაწერილი იყო "ნაცმაიდანისათვის" დასავლეთში, მაგრამ ნახეს, რომ ეს სცენარი აქ არ გამოდგა და შეიტანეს მასში ცვლილებები; ე.წ. ოპოზიციის სცენარით გათვლილი სავარაუდო მსხვერპლი არ უნდა იქნას დაშვებული

8-12-2024

არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ხდება ის რაც დაწერილი იყო ნაცმაიდანისათვის დასავლეთის კაბინეტებში. მაგრამ ნახეს რა, რომ ეს სცენარი საქართველოში სრულად არ გამოდგა გზადაგზა შეიტანეს მასში ცვლილებები. ანტისახელმწიფოებრივ და ანტიქართული ელემენტები მოქმედებას იწყებენ ღამის საათებში, - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, თბილისში მიმდინარე აქციების შესახებ სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ხალხზე გავლენის მოსახდენად და ქუჩაში გამოსაყვანად, დიდი ალბათობით დაიწყეს თვითგვემა, ჯერ მოსინჯეს ჟურნალისტის და ოპერატორის ცემაზე რეაქციები, ხოლო ამ დადგმული სცენარებისათვის არაერთგზის განწირული სუბიექტი კობა ხაბაზის ცემა, შესაძლოა, უკრაინაში მებრძოლ ქართველებზეც იყოს გათვლილი.
გვენეტაძის თქმით, წუხანდელი ინციდენტით მკაფიოდ გამოჩნდა, რომ რადიკალებს სურთ საკრალური მსხვერპლი, წინააღმდეგ შემთხვევაში სამუდამოდ დასრულებულნი არიან.
"არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ხდება ის რაც დაწერილი იყო ნაცმაიდანისათვის დასავლეთის კაბინეტებში. მაგრამ ნახეს რა, რომ ეს სცენარი საქართველოში სრულად არ გამოდგა გზადაგზა შეიტანეს მასში ცვლილებები. ანტისახელმწიფოებრივ და ანტიქართული ელემენტები მოქმედებას იწყებენ ღამის საათებში საღამოს 23სთ-დან დილის 5 საათამდე. დღის საათებში მომდევნო საღამოსათვის ისვენებენ. სახელდობრ, ნახეთ, როგორ საზიზღრობებს სჩადიან - ჰყავთ გაიძვერა სპეციალურად ამ საქმისათვის გაწვრთნილ ახალგაზრდების 500-600 კაციანი ჯგუფები, რომლებიც მიდიან პარლამენტთან, იწვევენ პოლიციელებს -აგინებენ აფურთხებენ, ქვებს, "ხლაპუშკებს" ესვრიან არბევენ, წვავენ, ბუგავენ მიმდებარე ტერიტორიას, ასახიჩრებენ ადამიანებს. თუ პოლიცია გამოვიდა და წესრიგის აღდგენა დაიწყო, ცალკეული ასევე მომზადებული მობილური ჯგუფები ნაცტელევიზიებში, სოციალურ ქსელებში, ქუჩებში წივიან-კივიან ადამიანების უფლებები ირღვევაო. აჩვენებენ ნაცემ მოქალაქეებს. დასახიჩრებულ-დამწვარ სამართალდამცავებზე საერთოდ ხმას არ იღებენ. მათ შორის ამას აკეთებს სახალხო დამცველი. გაიხსენეთ,მაისში აქციების დროს ჭიჭე ვაშ,აძე, როგორ იძახდა პარლამენტთან პოლიცია რატომ არ არისო. პოლიცია სად არისო? გაწერილის მიხედვით მათ იქ პარლამენტთან პოლიციისათვის უნდა შეეტიათ. პოლიცია არ დახვდა და ვერ მოიფიქრა ამ შტერმა მეტი გარდა იმისა, რომ დაიწყო ყვირილი სად არის პ ო ლ ი ც ი ა ო?....დასკვნა თავად თქვენზეა.
მიუხედავად ასეთი ორგანიზაციისა და მასში ამ შემთხვევებისათვის სპეციალურად დატრენინგებული ჯგუფების მოქმედებებისა, ხალხი ქუჩაში "მასოვკისათვის" მაინც ვერ გამოიყვანეს. ამ დროს კი დრო მათზე არ მუშაობს. იძულებული არიან იჩქარონ ყველაფერი ეს მოხდეს 20 იანვრამდე ხალხზე გავლენის მოსახდენად და ქუჩაში გამოსაყვანად დიდი ალბათობით დაიწყეს თვითგვემა . ჯერ მოსინჯეს, რა რეაგირება ექნება წუხანდელი ჟურნალისტის და ოპერატორის ცემის სცენარს (რა თქმა უნდა ოპერატორმა და ჟურნალისტმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ). სცემეს ამ დადგმული სცენარებისათვის დიდი ხანია უკვე შერჩეული და არაერთგზის განწირული სუბიექტი კობა ხაბაზი(გაიხსენეთ 2003 წელს რა უქნეს ამ უბედურ დღეზე გაჩენილს ბათუმში). არ გამოვრიცხავ ეს გათვლილი იყოს უკრაინაში მებრძოლ ქართველებზეც.
უეჭველია ეს სცენარი გათვლილია აგრეთვე ე.წ. "შუაშისტებზეც", რათა მოახდინონ მათი მერყევი ბუნების კიდევ უფრო მეტად გამერყევება. არ გაგიკვირდეთ გადატრიალების ეს სცენარები სპეციალურ ინსტიტუტებსა და ლაბორატორიებში არის დამუშავებული და აქაური მეხუთე კოლონა მას მხოლოდ აღასრულებს. წუხელის მკაფიოდ გამოჩნდა, რომ მათ სურთ საკრალური მსხვერპლი ანუ მათივე ენით რომ ვთქვათ ერთი ან რამდენიმე გვამი. წინააღმდეგ შემთხვევაში სამუდამოდ დასრულებულნი არიან. ამიტომაც ე.წ. ოპოზიციის მიერ სცენარით სინამდვილეში კი მეხუთე კოლონის გათვლილი სავარაუდო მსხვერპლი, არცერთ შემთხვევაში, არ უნდა იქნას დაშვებული. მიუხედავად ურთულესი მდგომარეობისა, ხელისუფლებამ წუხანდელი საქმე აუცილებლად სწრაფად უნდა გამოიძიოს და ნათელი მოფინოს იმ სავარაუდო უსაშინელეს მზაკვრობას, რომელიც მეხუთე კოლონამ გაწერილი თუ შეცვლილი სცენარის მიხედვით ჩაიდინა." - წერს ედიშერ გვენეტაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031