გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, აპრილი 10, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი: დიდი არეულობაა „ნაცებში", მგონი უკვე ზუსტად იციან რომ ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა, ისევ მათივე ხალხის გაკეთებულია, გარჩევები მიდის ერთმანეთში

8-12-2024

დიდი არეულობაა „ნაცებში", მგონი უკვე ზუსტად იციან რომ ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა, ისევ მათივე ხალხის გაკეთებულია, გარჩევები მიდის ერთმანეთში, - წერს "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში.


მისი განცხადებით, ამ ამბავში ცხადია ის, რომ იმის მიუხედავად თავდასხმა დაგეგმილი იყო თუ დაუგეგმავი, შსს ყველაფერს აკეთებს დანაშაულის გასახსნელად.


"დიდი არეულობაა "ნაცებში", მგონი უკვე ზუსტად იციან რომ ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა, ისევ მათივე ხალხის გაკეთებულია, გარჩევები მიდის ერთმანეთში, "მე კი არ შენ იყავი" ამუშავდა. აფსუს სკოლებში ბავშვებთან რუპორით მისული ონისე ცხადაძე, ოღონდ გირაოთი გამომიშვით და გამოძიებასთან არათუ ვითანამშრომლებ, ისეთ რამეებს მოგიყვებით ნიკანორ მელიას თავზე თმები ამოუვაო...


ერთი რამ კი ცხადია, ეს დაგეგმილი პროვოკაცია იყო თუ დაუგეგმავი ძალადობა, შსს ყველაფერს აკეთებს ამ დანაშაული გასახსნელად, მერე კი ვინ ვის და რას დააბრალებს ესეც კარგად გამოჩნდება." - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930