გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე სანქციებთან დაკავშირებით ბლინკენის განცხადებაზე: კუდის მოქნევის მორიგი ძალიან ცუდი მცდელობა

9-12-2024

„კუდის მოქნევის მორიგი ძალიან ცუდი მცდელობა. ბლინკენი არის ის თანამდებობის პირი და ის ბიუროკრატი, რომელმაც მაგალითად რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ უკრაინამ უნდა დაწიოს ჯარში გასაწვევ პირთა ასაკი და მე აბსოლუტურად ვეთანხმები და ჩვენი გუნდის პოზიციაც დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის, ვიქტორ ორბანის დღევანდელ შეფასებას, რომ უნდა შეწყვიტონ მათ ჩარევა სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში, მით უმეტეს ასეთი მავნებლური მოწოდებები, რომ უკრაინელებმა კიდე უფრო ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები შესწირონ ამ საშინელ ომს და ეს არ აკეთონ მშვიდობაზე ზრუნვის ნაცვლად. აბსოლუტურად ვუერთდებით ამ განწყობას და პათოსს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბლინკენის მორიგ განცხადების შესახებ, რომელიც სანქციების საკითხს შეეხებოდა.


როგორც მდინარაძემ აღნიშნა, სწორედ სანქციები და სხვა უსაფუძვლო, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები აქეზებს ქვეყნის შიგნით ძალადობის თითოეულ ფაქტს, მათ შორის, ბოლო დღეებში თბილისის ქუჩებში და ამ ძალადობის ინიციატორები არიან გარე ძალებისგან მხარდაჭერილი პარტიები.


„როდესაც ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ჩვენ გვახსოვს წინა წლებში, წინა თვეებში მიღებული გადაწყვეტილებები სანქციებთან და მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, ისევ ბატონ ბლინკენის გახმოვანებით და მისი გადაწყვეტილებით, ჩვენ უნდა ვუთხრათ მათ, რომ სწორედ ასეთი უსაფუძვლო, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები აქეზებს ქვეყნის შიგნით ძალადობის თითოეულ ფაქტს. როდესაც ჰაერიდან მოიტან და ვიღაცის მხარდასაჭერად, აგენტურის მხარდასაჭერად იღებ მსგავს უსამართლო და უსაფუძვლო გადაწყვეტილებებს, უნდა ვიცოდეთ ყველამ, რომ ასეთი გადაწყვეტილებებია სწორედ, რომლებიც აქეზებენ და რომლებიც აქეზებს ძალადობას, მათ შორის, ბოლო დღეებში თბილისის ქუჩებში.


ჩვენ, გარდა იმისა, რომ ეს არის წამსვლელი ხელისუფლების ერთ-ერთი ბიუროკრატი, მასთან იმიტომ არ გვაქვს დამატებით სალაპარაკო არაფერი, რომ ეს არის ადამიანი, რომელმაც რამდენიმე თვის წინ, თუ არ ვცდები, გამოუცხადა თავის თანამშრომლებს, რომ კაცს „კაცი“ და ქალს „ქალი“ არ დაუძახონ.


ასეთ ხალხთან სალაპარაკო ჩვენ არაფერი გვაქვს. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული დამოკიდებულება და ამიტომ. ყველას მოვუწოდებ, ვინც არ უნდა იყოს ის ქვეყნის გარეთ, ნუ ერევიან ასე უხეშად ქვეყნის შიდა საქმეებში. ასეთი ჩარევა და შემდეგ შესაბამისი ელჩების მიერ გახმოვანებული იგივე პოზიცია, მათ შორის, დღეს ელჩი დანიგანის მიერ გახმოვანებული მისი პოზიცია, პიროვნული პატივისცემის მიუხედავად, შემიძლია ვთქვა, ასევე უხეშად ჩარევას ნიშნავს და ახალისებს ძალადობას და როდესაც ისინი მოძალადის კონტექსტში მოიხსენიებენ „ქართულ ოცნებას“, თითოეულ მათგანს, ვინც არ უნდა იყოს, რომელი ქვეყნის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, შევახსენებ, რომ მოძალადედ როდესაც მოიხსენიებენ „ქართულ ოცნებას“, კარგად უნდა გაიხსენონ, რომ მათი მსგავსი გადაწყვეტილებები და მათი მსგავსი განცხადებები ახალისებს მათ მიერ, ამ შემთხვევაში ამ განცხადებითაც მათ შორის, მხარდაჭერილი პარტიების მიერ ორგანიზებას ძალადობისას და ჩვენ კარგად ვნახეთ, რომ ეს ორგანიზება ხდებოდა მათი პარტიული ოფისებიდან, მომარაგებაც ხდებოდა მათი პარტიული ოფისებიდან და ეს კარგად უნდა გაითავისოს ასეთი განცხადების ყველა ავტორმა და ისიც უნდა გაითავისონ, რომ არა მხოლოდ წახალისება, არამედ როდესაც ისინი საუბრობენ რომელიმე პარტიაზე, ეს პარტიები მარტო მოძალადეები კი არა, ამ ძალადობის ინიციატორებიც არიან, ჩვენ ვხედავთ ქუჩაში იმას, რომ ინიციატორები დამწყები ძალადობისა არიან მათი მხარდაჭერილი პარტიები და მათზე აყოლილი შესაბამისი პირები“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031