გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკატერინე გალდავა კორეის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

10-12-2024

საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაცია სამხრეთ კორეაში ვიზიტის ფარგლებში კორეის რესპუბლიკის ცენტრალურ ბანკს ეწვია. სების ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა სამხრეთ კორეის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტ იონგრეოლ ლის შეხვდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.


მათივე ცნობით, ორი ქვეყნის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები და არსებული პროექტები განიხილეს.


„საუბარი შეეხო საქართველოს საგადახდო სისტემებსა და ცენტრალური ბანკის როლს ინოვაციებსა და ფინანსურ სტაბილურობაში, სტაბილურ მაკროეკონომიკურ გარემოს და სების მიერ გატარებულ პოლიტიკას, რაც ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას უზრუნველყოფს.


სამხრეთ კორეაში ვიზიტის ფარგლებში, სების დელეგაციის წევრები კორეის ცენტრალური ბანკის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრისას მხარეებმა გამოცდილების გაზიარების მიზნით, განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა, მონეტარული პოლიტიკა, ფინანსური ბაზრების განვითარება და სხვა.


გარდა ამისა, მიმოიხილეს მიმდინარე პროექტები და ინოვაციები საგადახდო და ფინტექ მიმართულებებით. შეხვედრას ვიცე-პრეზიდენტთან ერთად ესწრებოდნენ საგადახდო სისტემების, ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ზედამხედველობის და ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების რეგისტრაციის, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტების წარმომადგენლები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031