11-12-2024
ეკლესია იყო რუსეთის ყველაზე ძლიერი საყრდენი ამ ქვეყანაში. იყო მისი რბილი ძალა ყოველთვის. ამბიონებიდან რა ქადაგებასაც ისმენდა ხალხი, ეს იყო რუსული რბილი ძალის ქმედება, ძალიან ეფექტური თავის დროზე, მრევლის თავბრუდამხვევი, შეცდომაში შემყვანი. სად იყვნენ ჯერ ტიტუშკა-პროპაგანდისტები, რომ ტყუილები და რაღაცა შეთქმულების თეორიები ეკლესიის ამბიონიდან ისმოდა, - განაცხადა ტელეკომპანია „მთავარი არხის" ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ.
როგორც კვესიტაძემ აღნიშნა, ვერაფერს გააკეთებენ სამღვდელოების წინააღმდეგ, რომელიც დღეს ხმას ვერ იღებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, გარდა იმისა, რომ მათი სრული იგნორი მოხდეს და თვითონ მრევლი დასჯის მათ.
„გამონაკლისები არიან და ის გამონაკლისები ხმას იღებენ და ლაპარაკობენ როგორც ცალკეული ინდივიდები და ახლა ჩვენ ჯაღმაიძისგან მოვითხოვოთ სწორი პოზიციის დაკავებას, კაცისგან, რომელიც პირდაპირ რუსეთს ემსახურება და მთელი საპატრიარქოს ბიუროკრატიული ნაწილი ან რუსეთს ემსახურებიან ან იმით არიან დაკავებული უფრო მეტი მიწა, უფრო მეტი მანქანა, უფრო მეტი ფული, უფრო მეტი შემოსავალი ჰქონდეთ. ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ ამ სამღვდელოების წინააღმდეგ, რომელიც დღეს ხმას ვერ იღებს, გარდა იმისა, რომ მათი სრული იგნორი მოხდეს და თვითონ მრევლი დასჯის მათ“, - განაცხადა ეკა კვესიტაძემ.