გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა სომხეთის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტს არმენ ნურბეკიანს შეხვდა

12-12-2024

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ, სომხეთის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან არმენ ნურბეკიანთან გამართა შეხვედრა.


საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ მაკროეკონომიკურ ტენდენციებსა და სებ-ის მიერ გატარებულ პოლიტიკას, რაც ფასების სტაბილურობას უზრუნველყოფს.


ნათია თურნავამ, სომეხ კოლეგას, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის შესახებ გამოცდილება გაუზიარა და ხაზი გაუსვა ხანგრძლივად, ინფლაციის მიზნობრივზე დაბალ მაჩვენებელს ქვეყანაში. ასევე, მან ყურადღება გაამახვილა დაბალ ინფლაციასთან ერთად მაღალ ეკონომიკურ აქტივობაზე.


არმენ ნურბეკიანმა, თავის მხრივ, სომხეთში არსებულ მონეტარულ პოლიტიკაზე და ეკონომიკურ პარამეტრებზე ისაუბრა და რეგიონში მაღალი გაურკვევლობის ფონზე, სწრაფად ცვალებად ვითარებას გაუსვა ხაზი.


მხარეებს შორის საუბარი შეეხო ფინანსური სერვისების განვითარების საკითხებსაც. როგორც შეხვედრაზე ითქვა, საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად ისწრაფვის პროცესების გაუმჯობესებისა და ოპერაციების დივერსიფიკაციისკენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031