გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: უკვე მარაზმამდე დასული სავიზო სანქციები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების და მოქალაქეების მიმართ, სერიოზულ განხილვასაც აღარ ექვემდებარება

13-12-2024

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს 20-მდე მოქალაქისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.


„საკითხავია, ბაიდენის წარმავალ ადმინისტრაციას, ალბათ ყველაზე უარესს აშშ-ის უახლეს ისტორიაში, საქართველოსთვის დამიზნებულ პისტოლეტის მჭიდში კიდევ რამდენი ტყვია დარჩათ, რომ წასვლამდე მჭიდის დაცლა მოასწრონ. წასვლამდე კიდევ გვესვრიან ალბათ! უკვე მარაზმამდე დასული სავიზო სანქციები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების და მოქალაქეების მიმართ, სერიოზულ განხილვასაც აღარ ექვემდებარება. სახდეპის განცხადებაში ის ნაწილია უფრო საყურადღებო, სადაც რადიკალების რადიკალურ მიტინგებს „მშვიდობიანს” რომ უწოდებენ და ურცხვად გვამუნათებენ.


აშშ-ში მიტინგის დროს საკმარისია პოლიციელს მომიტინგემ პეტარდა ან ქვა დამიზნებით ესროლოს, ის პოლიციელი გამაფრთხილებელი გასროლის გარეშე იარაღს ამოიღებს და ტყვიას შუბლში ჭედავს. თუ როგორ იცავს თავს და სახელმწიფო შენობებს აშშ-ის პოლიცია, კარგად გამოჩნდა 2021 წელს კაპიტოლიუმზე შეტევის დროს. ჩვენს მიმართ კი განაგრძობენ ორმაგი სტანდარტების გამოყენებას, იმიტომ რომ ისე მიდის ბაიდენის ადმინისტრაცია, რომ საქართველო მის გეგმებს ვერ დაუმორჩილა და ახლა ბოლოჯერ უნდა შური იძიოს.


საქართველოს ხელისუფლებას რა თქმა უნდა სრული უფლება აქვს, სარკისებრი სანქციები შემოიღოს ამერიკელი ჩინოსნების – იგივე ენტონი ბლინკენის, მეთიუ მილერის, და სხვების მიმართ. თუმცა, წინ 20 იანვარია!” – წერს ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031