გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
„haqqin.az“(აზერბაიჯანი): ბაქომ შესაძლოა სააკაშვილს თავშესაფარი მისცეს

25-10-2018

აზერბაიჯანული გამოცემა «Haqqin.az»-ი სარედაქციო მასალას აქვეყნებს, სადაც ქართული მხარე აზერბაიჯანული ოპოზიციურ-ექსტრემისტული ჯგუფების მფარველობაშია დადანაშაულებული.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:


აზერბაიჯანის მთავრობას სხვადასხვა არხებით არაერთხელ გამოუხატავს თავისი უკმაყოფილება საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ, რომელიც ხელს უწყობს მის ტერიტორიაზე მყოფ აზერბაიჯანულ ოპოზიციურ-ექსტრემისტულ ჯგუფებს, ფარულ ანტისამთავრობო საქმიანობაში, აზერბაიჯანის ხელისუფლების წინააღმდეგ.


თბილისმა ახლახან ბაქოელი ოპოზიციონერების მორიგი ჯგუფი (მათ შორის ისა გამბარი) მიიწვია კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც კონრად ადენაუერის ფონდის მიერ 1-3 ნოემბერს უნდა ჩატარდეს. მართალია, კონფერენციაზე თითქოსდა „აღმოსავლეთის პარტნიორობაზე“, საქართველოსა და უკრაინაზე უნდა იმსჯელონ, მაგრამ ბუნებრივია, ბაქოელი ოპოზიციონერები აუცილებლად დააყენებენ აზერბაიჯანის საკითხსაც.


ვფიქრობთ, ეს ფაქტი საქართველოს ხელისუფლების მიერ აზერბაიჯანის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენ ადრეც არაერთხელ ვწერდით, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე ანტიაზერბაიჯანული იატაკქვეშეთი მუშაობს, რომელთა წარმომადგენლები აზერბაიჯანის დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდიან. მათ თავშესაფარი საქართველოში ჰპოვეს. და ეს ხდება იმ ფონზე, როცა აზერბაიჯანი საქართველოს მუდამ ეხმარება, ბაქო სულ უფრო მეტ ინვესტიციებს დებს ქართულ ეკონომიკაში, დაბალი ფასით აწვდის ენერგორესურსებს. აზერბაიჯანის ხელისუფლება არაერთხელ წასულა რისკზე და დახმარება გაუწევია მეზობლისათვის კრიტიკულ სიტუციაში, საკუთარ ინტერესთა საზიანოდ.


ამიტომაც ბაქოში გაოცებულნი არიან საქართველოს მმართველი პარტიის მთავრობის მოქმედებით: რატომ აძლევს „ქართული ოცნება“ საქართველოს ტერიტორიაზე საქმიანობის უფლებას ანტიაზერბაიჯანულ ძალებს?


ოფიციალური ბაქო ჯერ კიდევ ითმენს ამგვარ ნაბიჯებს და ეს იმიტომ, რომ არ დაზიანდეს ჩვენი ქვეყნების სტრატეგიული თანამშრომლობა... მაგრამ თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეცვლის ანტიააზერბაიჯანული ძალების მიმართ თავისი მხარდაჭერის პოლიტიკას, მაშინ თბილისი უსიამოვნო სიურპრიზებს უნდა ელოდოს.


ჩვენი ერთი-ერთი სავარაუდო საპასუხო ნაბიჯი შეიძლება იყოს თავშესაფრის მიცემა საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისათვის, რომლის რეიტინგი ქართულ საზოგადოებაში ყოველდღიურად იზრდება. არაა გამორიცხული თვით მიხეილ სააკაშვილის მიწვევაც ბაქოში. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ოფიციალური ბაქო ნამდვილად ემზადება საპასუხო ნაბიჯისათვის, თუ თბილისი ანტიაზერბაიჯანული ძალების მიმართ მხარდაჭერას არ შეწყვეტს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მიხეილ სააკაშვილს ძალიან მალე ბაქოში ვნახავთ. ჩვენ კარგად გვახსოვს ის დრო, როცა მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულება აზერბაიჯანის მიმართ კარგი იყო. სწორედ მისი პრეზიდენტობის პერიოდში გადაიზარდა ორი ქვეყნის ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორობაში. მიხეილ სააკაშვილს მეგობრული დამოკიდებულება აკავშირებს აზერბაიჯანის მთავრობის წევრებთანაც. მაგრამ იმ მიზნით, რომ საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან ურთიერთობა არ გაეფუჭებინა, ოფიციალურმა ბაქომ მიხეილ სააკაშვილთან დისტანცირება მოახდინა.


მაგრამ რა მივიღეთ ამის სანაცვლოდ? ძალიან მალე საქართველოს ტერიტორია იმ ძალების თავშესაფრად გადაიქცა, რომლებიც აზერბაიჯანის ხელისუფლებას ებრძვიან, ოპოზიციონერები ყველანაირ გრანტს სწორედ საქართველოს ხელშეწყობით იღებენ. კი, თბილისს შეუძლია თავი გაიმართლოს და ამგვარი ვითარება ევროპული ლიბერალური ფასეულობებისადმი ერთგულებით ახსნას, მაგრამ ჩვენც ხომ შეგვიძლია ამავე ლოგიკით გავამართლოთ მიხეილ სააკაშვილის მომხრეების ბაქოში ჩამოსვლა? მშვენივრად გვესმის, თუ რა სიტუაციაში აღმოჩნნდება ამ შემთხვევაში საქართველოს მმართველი პარტია. კარგად ვიცით, რომ „ქართული ოცნების“ პოზიციები საკმაოდ შერყეულია და ჩვენთან მიხეილ სააკაშვილის გამოჩენა მისთვის ნამდვილი კოშმარი იქნება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930