გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აპრილი 09, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ჩვენ მოვახერხეთ ძალადობრივი რესურსის მთლიანად განეიტრალება და დღეს ასეთი რესურსი რადიკალურ ოპოზიციას აღარ აქვს

14-12-2024

ჩვენ მოვახერხეთ ძალადობრივი რესურსის მთლიანად განეიტრალება და დღეს ასეთი რესურსი რადიკალურ ოპოზიციას აღარ აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, რჩება ერთადერთი ის, რომ 2000-მდე ადამიანი ყოველდღიურად იკრიბება ხოლმე რუსთაველის გამზირზე.


„მეორე მხარეს არის 1 120 000-ზე მეტი ადამიანი, რომელმაც მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას". 4 პარტია, პლუს ყველაზე მდიდარი NGO-ები ერთად თავს ვერ უყრიან 2000 კაცსაც კი. ეს არის მათი რეალური, მძიმე მდგომარეობა, რაც არის ძალიან კარგი ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოში მაიდანი ჩავარდა და არც არასდროს შედგება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930