გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ჩვენს ქვეყანაში ლიბერალურ ფაშიზმს არ აქვს არავითარი გამარჯვების შანსი

14-12-2024

თავის დროზე ბოლშევიკებმა გაიმარჯვეს ჩვენს ქვეყანაში, ახლა ლიბერალურ ფაშიზმს არ აქვს არავითარი გამარჯვების შანსი, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ეროვნული მისია, რომ არა მხოლოდ არ გავამარჯვებინოთ, არამედ საბოლოოდ დავასრულოთ ლიბერალური ფაშიზმი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოში ლიბერალური ფაშიზმის მთავარი გამავრცელებლები არიან მდიდარი „ენჯეოები" და 4 ცნობილი პარტია და ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა დასრულდეს.


„თავის დროზე ზუსტად იგივე მეთოდებით მოქმედებდნენ ბოლშევიკები, ეს ხდებოდა ზუსტად ერთი საუკუნის წინ და დღეს ზუსტად იგივე მეთოდებს იყენებს ლიბერალური ფაშიზმი, მათთვის არ არსებობს არც დედა, არც შვილი, არც უფროსი, არც ბავშვი, არც სამშობლო, არც ღმერთი და არც არაფერი. ეს არის ზუსტად იგივე ხელწერა, რაც ჰქონდათ ბოლშევიკებს. თავის დროზე ბოლშევიკებმა გაიმარჯვეს ჩვენს ქვეყანაში, ახლა ლიბერალურ ფაშიზმს არ აქვს არავითარი გამარჯვების შანსი, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ეროვნული მისია, რომ არამხოლოდ არ გავამარჯვებინოთ ლიბერალურ ფაშიზმს საქართველოში, არამედ საბოლოოდ დავასრულოთ ლიბერალური ფაშიზმი. ამისათვის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის იმ პოლიტიკური პარტიების დასრულება, რომლებიც არიან საქართველოში ლიბერალური ფაშიზმის მთავარი გამავრცელებლები, ეს არის ცნობილი 4 პარტია, ესენი არიან მდიდარი „ენჯეოები", ისინი ახორციელებენ საქართველოში ლიბერალური ფაშიზმის პროპაგანდას, იმ უმსგავსობის პროპაგანდას, რასაც ჩვენ ვხედავთ, მათ შორის თბილისის ქუჩებში. ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა დასრულდეს და ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ მაქსიმუმს გავაკეთებთ ამისათვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031