გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, მაისი 12, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: სასოწარკვეთილია დღეს ოპოზიცია და აღარ იციან რას მოეჭიდონ, ისეთი პიარი რუსეთს არცერთი პოლიტიკური ძალისგან არ აქვს, როგორიც აქვს საქართველოში რადიკალური ოპოზიციისგან

17-12-2024

რადიკალური ოპოზიცია ამტკიცებს, რომ რუსეთი თავიდან ბოლომდეა საქართველოში შემოსული, ახლა ამტკიცებენ, რომ 5 ქვეყანაშია უკვე რუსეთი შესული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


პრემიერის შეფასებით, ასეთი პიარი რუსეთს არცერთი პოლიტიკური ძალისგან არ აქვს, როგორიც აქვს საქართველოში რადიკალური ოპოზიციისგან.


„ეს არის პიარკამპანია, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია რეალურად აწარმოებს რუსეთის სასარგებლოდ. ისინი ამტკიცებენ, რომ რუსეთი არის შესული ყველგან და ყველაფერში, არა მარტო საქართველოში, არამედ უკვე ევროკავშირშიც შევიდა ღრმად. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ სასოწარკვეთილია დღეს ოპოზიცია და აღარ იციან რას მოეჭიდონ. სწორედ ამას უკავშირდება ის თავდასხმა, რომელსაც ეს ადამიანები ახორციელებენ ჩვენს ევროპელ პარტნიორებზე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031