გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: გლობალური ომის პარტია უნდა დამარცხდეს, ეს არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ აშშ-სთვის, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის

20-12-2024

გლობალური ომის პარტია უნდა დამარცხდეს. ეს არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ აშშ-სთვის, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. თქვენ ნახეთ, რა უქნეს მსოფლიოს წინა 4 წლის განმავლობაში და რა მოუტანა „დიფ სთეითმა" მსოფლიოს წინა 4 წლის განმავლობაში , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


პრემიერის თქმით, დამარცხდება „დიფ სთეითი" და „დიფ სთეითთან" ერთად დამარცხდება ომი მსოფლიოში.


„უკრაინასთან მიმართებითაც მოქმედმა ადმინისტრაციამ გადაწყვიტა ახალ ადმინისტრაციას დაუტოვოს მაქსიმალურად მძიმე მემკვიდრეობა. გამოვიდა დონალდ ტრამპი და მან აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება არ იყო სწორი. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება შეიძლება გადაიხედოს, ასე, რომ რასაც აკეთებს მოქმედი ადმინისტრაცია ის აუცილებლად არ გაგრძელდება ახალი ადმინისტრაციის პირობებში. აქაც ჩვენ შეგვიძლია დავიტოვოთ იგივეს იმედი. თუმცა, რისკები, ბუნებრივია, რჩება, შეძლებს თუ არა დონალდ ტრამპი „დიფ სთეითის" დამარცხებას და არაფორმალური გავლენების დამარცხებას, ეს გამოჩნდება 20 იანვრის შემდეგ. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ შეძლებს დამარცხებას, თუმცა ეს არ იქნება მარტივი.


ჩვენს მაგალითზე ყველაზე კარგად გამოჩნდება ის, თუ რამდენად დამარცხდება "დიფ სთეითი" და არაფორმალური გავლენები აშშ-ში. გლობალური ომის პარტია უნდა დამარცხდეს. ეს არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ აშშ-სთვის, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. თქვენ ნახეთ, რა უქნეს მსოფლიოს წინა 4 წლის განმავლობაში და რა მოუტანა „დიფ სტეიტმა" მსოფლიოს წინა 4 წლის განმავლობაში - მთელი მსოფლიო არის არეული, რა ხდება უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთში, სირიაში. მთელი მსოფლიო არიეს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დამარცხდება „დიფ სთეითი" და „დიფ სთეითთან" ერთად დამარცხდება ომი მსოფლიოში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ „დიფ სთეითის დამარცხებით მშვიდობა დაისადგურებს შემდეგი 4 წლის განმავლობაში მაინც მსოფლიოში", განაცხადა პრემიერმა", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031