20-12-2024
ალენ ბერსემ დაადასტურა, რომ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები აფასებენ არჩევნებს და არა ევროსაბჭო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, არჩევნების შეფასება არის ცესკოს და საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქცია, რომელსაც არ აღიარებენ კონკრეტული სუბიექტები.
„ბატონმა ბერსემაც განმარტა, რომ მისი მისიის მიზანი ვერ იქნება არჩევნებთან დაკავშირებით რაიმე შეფასების გაკეთება. ჩვენ ინფორმაცია გავუზიარეთ გენერალურ მდივანს ყველაფერთან დაკავშირებით, თუმცა მან შეხვედრის დროსაც დაადასტურა ის, რაც თქვა საჯაროდ, რომ მისი მისია ვერ იქნება არჩევნების შეფასება. მან ერთი საინტერესო რამ თქვა, რომ არჩევნების შეფასება არის შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების ფუნქცია. ეს არის ცესკო, საკონსტიტუციო სასამართლო, რომელსაც არ აღიარებენ კონკრეტული სუბიექტები ჩვენს ქვეყანაში. მან დაადასტურა ის, რომ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები აფასებენ არჩევნებს და არა ევროსაბჭო. არჩევნების ლეგიტიმაციას რაც შეეხება, არჩევნებს ლეგიტიმაციას ანიჭებს ხალხი. ქართველმა ხალხმა მიანიჭა არჩევნებს ლეგიტიმაცია. შესაბამისად, ყველაფერი არის დამთავრებული. ძალადობრივი რესურსიც განეიტრალდა, არავითარი რესურსი არავის აქვს არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ, რომ სახალხო ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დააყენოს. დამთავრებულია ამის რესურსი თავიდან ბოლომდე ", - განაცხადა პრემიერმა.
19-12-2024
18-12-2024