21-12-2024
„ლუზერი რევანშისტები ცდილობენ, რომ როგორმე წარმოაჩინონ ერთ-ერთი უმთავრესი საერთაშორისო დამკვირვებლის დასკვნა "შავ ფერებში", მაგრამ ამაოა მათი აქტივობა“ - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნაზე ოპოზიციის შეფასებებზე.
აბაშიძის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეუთო/ოდირმა ოპოზიციის 5 მთავარი ტყუილი ამხილა.
„უსახურ რადიკალებს ახასიათებთ დეზინფორმატორობა-მანიპულატორობა და წაკითხულის, მაგალითად, ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშის გააზრებაც, პოლიტიკური ჟამიანობის ბოლო სტადიაში არიან. ლუზერი რევანშისტები ცდილობენ, რომ როგორმე წარმოაჩინონ ერთ-ერთი უმთავრესი საერთაშორისო დამკვირვებლის დასკვნა "შავ ფერებში", მაგრამ ამაოა მათი აქტივობა.
ეუთო/ოდირის ანგარიშს, ევროსაბჭოს გენმდივნის მოხსენებას ორიგინალში წაიკითხავენ დასავლელი ლიდერები და შეხვდებიან დოკუმენტების ავტორებს. Deep state-ის მსახურნი დამახინჯებულად [დროებით] წარმოაჩენენ, ხოლო საღად მოაზროვნე წონადი აქტორები რეალობას კვლავ დაინახავენ - საქართველოში ჩატარდა თავისუფალი და კონკურენტული არჩევნები, მისი ე.წ. არალეგიტიმაცია კი ანტიქართული ძალების ინტერესებშია.
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეუთო/ოდირმა ოპოზიციის 5 მთავარი ტყუილი ამხილა, კერძოდ:
- სრულად დაიმსხვრა რადიკალური პარტიების, "ნაცენჯეოებისა" და ანტიკონსტიტუციური სალომე ზურაბიშვილის ცრუ ნარატივი საზღვარგარეთ ე.წ. "გაუხსნელ უბნებზე". მართლაც გამანადგურებელია მათთვის, რომ ეუთო/ოდირს ეს საკითხი არათუ პრობლემურად, საერთოდ ნახსენებიც კი არ აქვს
- არც პირდაპირ და არც ირიბად ანგარიშში არ წერია ე.წ. "300 000 გაყალბებულ ხმაზე" და რაღაც "კარუსელებზე"
- სიების დუბლირება გამოირიცხა ამერიკული კომპანიის მიერ ჩატარებული დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნითაც და ეუთო/ოდირის ანგარიშითაც, შესაბამისად 1 პირადობით მრავალჯერ ხმის მიცემა ბოდვაა
- ანგარიშმა არათუ დაადგინა, ეჭვის დონეზეც კი არ აქვს გამოთქმული რაიმე ვარაუდი არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით. შესაბამისად, პარაზიტი სალომე ზურაბიშვილის ეს ბრიყვული ბრალდება მოლდოვის არჩევნების კონტექსტშია უფრო აქტუალური, ვიდრე საქართველოში
- ანგარიშის თანახმად, დაკვირვებების 94% მარკირების მეორე მხარეს გამოჩენის შემთხვევა საერთოდ არ დაფიქსირებულა
დაკვირვების მხოლოდ 6%-ში მათ მართალია დააფიქსირეს მარკირების მეორე მხარეს გამოჩენის შემთხვევა, თუმცა, ამას მხოლოდ პოტენციურად შეეძლო ფარულობის დარღვევა. გამოდის, რომ ე.წ. "გაჟონვა" არა ბიულეტენებშია, არამედ პოლიტიკური ინსულტი ნაცრადიკალებშია“ - წერს გია აბაშიძე.
19-12-2024
18-12-2024