გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: იმ როთის გერმანიის ხელისუფლება, რომელიც ერევა კი არა - უხეშად „ბანაობს“ საქართველოს საშინაო საქმეებში ნაწყენია ილონ მასკზე, გერმანიის საშინაო პოლიტიკაში „უხეში ჩარევის“ გამო

22-12-2024

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ლიბერალების ორმაგ სტანდარტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ექსპერტის თქმით, მიხაილ როთი, რომლის ხელისუფლებაც საქართველოს საშინაო საქმეებში აქტიურად ერევა, ილონ მასკზეა ნაწყენი ანალოგიური მიზეზით.


ანალიტიკოსი ილონ მასკის მიერ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ღიად გამოხატულ მხარდაჭერაზე გერმანიის სხვადასხვა მაღალჩინოსნის განცხადებებს იხსენებს და წერს, რომ ეს არის ორმაგი სტანდარტი.


„კიდევ ერთი ნათელი მაგალითი კლასიკური ორმაგი სტანდარტებისა - მიხაელ როთის გერმანიის ხელისუფლება ნაწყენია ილონ მასკზე, თავის საშინაო პოლიტიკაში "უხეში ჩარევის" გამო. აი, იმ როთის გერმანიის ხელისუფლება, რომელიც ერევა კი არა - უხეშად "ბანაობს" საქართველოს საშინაო საქმეებში. თურმე, როგორ გაბედა ილონ მასკმა პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" ღია მხარდაჭერის გამოხატვა.


გამოცემა Bild-ის თანახმად, მთავრობის პრესმდივანი ქრისტიანა ჰოფმანი "შეწუხებულია მოვლენათა მსგავსი განვითარებით".


არანაკლებად აღშფოთებულად შეშფოთებულია ჯანდაცვის მინისტრი კარლ ლაუტერბახი, რომელმაც ილონ მასკის "ა/გ"-ს მიმართ მხარდამჭერ განცხადებას "საკმაოდ პრობლემატური და უღირსი" უწოდა. მსგავსი შეშფოთებული აღშფოთება გამოთქვა ოპოზიციური „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელმარ ბროკმა და არ გამორიცხა, რომ ილონ მასკის პლატფორმა Х აქტიურად ჩაერთვება თებერვალში, გერმანიაში ჩასატარებელ არჩევნებში. მაორის ტომს თუ ოკეანიის სხვა რომელიმე აბორიგენებს, თავის დროზე ბუმერანგი რომ არ გამოეგონებინათ - ამას წარმატებით გააკეთებდნენ ლიბერალური ფაშიზმის მიმდევარი პოლიტიკოსები...“- წერს დავით ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031