25-12-2024
ნოემბერში დეპოზიტების მოცულობა, წინა თვესთან შედარებით, 439.6 მლნ ლარით გაიზარდა და 57.96 მილიარდი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
სებ-ის ცნობით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14%-ით არის გაზრდილი დეპოზიტების მოცულობა (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით).
„აღსანიშნავია, რომ ნოემბერში შინამეურნეობების ლარის დეპოზიტები წლიურად (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით) 17%-ით და ხოლო უცხოური ვალუტის დეპოზიტები 12.8%-ით გაიზარდა.
დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2024 წლის ნოემბრის ბოლოსთვის 48.32% შეადგინა, რაც წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, 0.98 პროცენტული პუნქტით ნაკლებია (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0-.83 პროცენტული პუნქტით).
აღსანიშნავია ისიც, რომ მზარდია ვადიანი დეპოზიტების მოცულობაც. თუ 2024 წლის ნოემბრის მონაცემებს წინა წლის ანალოგიურ პერიოდს შევადარებთ ვადიანი დეპოზიტების მოცულობა 31.3%-ით გაიზარდა და 26.5 მლრდ ლარი შეადგინა“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.
« მარტი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | |||||
3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
31 |