გაიგე განსხვავებული

პარასკევი, აპრილი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ფოჩხუა კარლ ბილდტის განცხადებაზე: მედასავლეთელებო და შიგევროპელებო, ეს რა გაკადრათ ამ კორუმპირებულმა ყოფილმა, თქვენც ფეხებზე გვკიდიხართ, როგორც საქართველოს მთელი მოსახლეობა, მხოლოდ ტერიტორია ხართ, რომელიც ჩვენს ინტერესებშიაო?

26-12-2024

ექსპერტი ნინო ფოჩხუა ეხმიანება შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარის, კარლ ბილდტის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას, რომლის თქმითაც ევროკავშირმა და სხვებმა უნდა გადაწყვიტონ, თუ ვის თვლიან საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად.


ფოჩხუას თქმით, კარლ ბილდტის აღნიშნული განცხადება შეურაცხმყოფელია და გამოხატავს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ერთადერთ სურვილს, მხოლოდ საქართველოს ტერიტორიით დაინტერესებას და მას ქართველი მოსახლეობის მიმართ სხვა ინტერესი არ აქვს.


„უყურე შენ მედასავლეთელებო და შიგევროპელებო, ეს რა გაკადრათ ამ კორუმპირებულმა ყოფილმა, თქვენც ფეხებზე გვკიდიხართ, როგორც საქართველოს მთელი მოსახლეობა, მხოლოდ ტერიტორია ხართ, რომელიც ჩვენს ინტერესებშიაო?,“- წერს ნინო ფოჩხუა. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930