გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აპრილი 09, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„მუსიკოსმა აკეთოს მუსიკა, პოლიტიკოსებმა - პოლიტიკა, ბულინგი მხოლოდ პატარა ადამიანებისთვისაა“ - რომა რცხილაძე

26-12-2024

ყველამ ჩვენ ჩვენი საქმე ვაკეთოთ, ნუ გავხდებით ყველანი პოლიტიკოსები. მუსიკოსმა აკეთოს მუსიკა, პოლიტიკოსებმა პოლიტიკა. ყველას ვულოცავ დამდეგს და მინდა, რომ გამოფხიზლდნენ და გაახილონ თვალები. ელემენტარულია, ხომ, უფალმა მოგცა გონება. ვინ, როგორც იქცევა, თვითონ ამჟღავნებს თავის თავს“, - თქვა რომა რცხილაძემ "პრაიმ ტაიმთან" საუბრისას.


მუსიკოსი რომა რცხილაძე გამოეხმაურა მუსიკოსთა ნაწილის იმ განცხადებებს, რომელთა აზრით მუსიკოსებმა არ უნდა მიიღონ მონაწილეობა საახალწლო კონცერტებში.


„ჯანმრთელობის პრობლემების გამო, არა მხოლოდ კონცერტებში, არამედ, საახალწლო გადაღებებშიც ვერ ვიღებ მონაწილეობას. ყველას აზრს და პოზიციას პატივს ვცემ და იმავეს მოვითხოვ. ბულინგი არის მდაბიო ადამიანების, არაფრის გამკეთებელი ადამიანების არასწორი საქციელი. რა მნიშვნელობა აქვს, შენ საით ხარ, ვისი გჯერა და ვისი არ გჯერა. აქ ადამიანობაზე, აქ თავმოყვარეობაზეა საუბარი. კონცერტებზე არ წასვლა, ბულინგი ძალიან პატარა ადამიანებისთვისაა მახასიათებელი საქციელი. მე ვერასდროს გავუგებ და შევურიგდები ამ პოზიციას. ვინც არ უნდა იყოს, სულ რომ ჩემი ნათესავი იყოს, ნათლული იყოს, ძმაკაცი იყოს – თუ ჩემს პოზიციას პატივს არ სცემ, ე.ი. მე არ მცემ პატივს.


ამ სიტუაციამ დამანახვა, ვინ ვინ არის. ღვთის წყალობით, ყველაფერი ზემოდან იმართება. მთელი ჩემი ცხოვრება მხარს ვუჭერ იქ, სადაც არის მშვიდობა და სადაც არის წინსვლა.


ვინც გაიგებს ჩემს ხმას, მინდა ვუთხრა, რომ მოდით, გადავდოთ გვერდზე ყველამ ეს ბოღმა, პატივი ვცეთ ჩვენს პატრიარქს, ჩვენს ეკლესიას, ჩვენს სარწმუნოებას, ჩვენს ენას.


ყველამ ჩვენ ჩვენი საქმე ვაკეთოთ, ნუ გავხდებით ყველანი პოლიტიკოსები. მუსიკოსმა აკეთოს მუსიკა, პოლიტიკოსებმა - პოლიტიკა. ყველას ვულოცავ დამდეგს და მინდა, რომ გამოფხიზლდნენ და გაახილონ თვალები. ელემენტარულია, ხომ, უფალმა მოგცა გონება. ვინ, როგორც იქცევა, თვითონ ამჟღავნებს თავის თავს“, - გვითხრა რომა რცხილაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930