გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, აპრილი 10, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: ამ კომპანიებისთვის ამ დღეებში გულში რომ მჯიღს ირტყამენ და ყვირიან არ გვინდა რუსეთიო, რუსეთიდან მიღებული მილიონები ხომ ტკბილია!?

26-12-2024

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე იმ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ წერს, რომლითაც ცნობილი გახდა იმ კომპანიების სია, რომლებიც ხელისუფლების კრიტიკის მიუხედავად, რუსეთის ბაზარზე მილიონობით ლარის შემოსავალს იღებენ.


ანალიტიკოსის თქმით, სად არის გარანტია, რომ რუსეთთან ვაჭრობის ხელსაყრელი პირობების შექმნის სანაცვლოდ, ამ კომპანიების რომელიმე მფლობელი უკვე რუსეთის სპეცსამსახურების გავლენის ან ნომრიანი აგენტი არ გახდა აქ?

მისივე შეფასებით, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ბევრი მათგანი აღიარებს შეცდომას და ვითომც არაფერი რუსეთში მილიონების კეთებას გააგრძელებს.


„ამ კომპანიებისთვის და მათი მფლობელებისთვის ამ დღეებში გულში რომ მჯიღს ირტყამენ და პირზე დუჟმორეული ყვირიან არ გვინდა რუსეთიო, რუსეთიდან მიღებული მილიონები ხომ ტკბილია!? ისე ჩვენში დარჩეს, და სად არის გარანტია, რომ რუსეთთან ვაჭრობის ხელსაყრელი პირობების შექმნის სანაცვლოდ, ამ კომპანიების რომელიმე მფლობელი უკვე რუსეთის სპეცსამსახურების გავლენის ან ნომრიანი აგენტი არ გახდა აქ? გამოხდება ხანი, და ბევრი მათგანი თავჩაღუნული იტყვის შევცდითო და ვითომც არაფერი გააგრძელებს რუსეთში მილიონების კეთებას“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930