გაიგე განსხვავებული

პარასკევი, აპრილი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ფოჩხუა: რუსულს ეძახდე მთავრობას და რუსეთთან ყიდვა-გაყიდვა გქონდეს გაჩაღებული, ასე არ გამოვა, ან რა სინდისით უნდა იღებდე ხმას, როცა შენი ბიზნესი ბოლომდე ჩამოკიდებულია რუსულ ბაზარზე

26-12-2024

რუსულს ეძახდე მთავრობას და რუსეთთან ყიდვა-გაყიდვა გქონდეს გაჩაღებული, ასე არ გამოვა. ან რა სინდისით უნდა იღებდე ხმას, როცა შენი ბიზნესი ბოლომდე ჩამოკიდებულია რუსულ ბაზარზე,- ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა „ტვ იმედის“ მიერ გავრცელებულ კომპანიათა ჩამონათვალს, რომლებიც მსხვილ შემოსავალს რუსული ბაზრიდან იღებენ.


მისი თქმით, ამ კომპანიების მთელი შემოსავალი რუსული რუბლია და რომ არა რუსეთის ბაზარი, ალბათ ვერც იარსებებდნენ.


„რუსულს ეძახდე მთავრობას და რუსეთთან ყიდვა-გაყიდვა გქონდეს გაჩაღებული, ასე არ გამოვა. ან რა სინდისით უნდა იღებდე ხმას, როცა შენი ბიზნესი ბოლომდე ჩამოკიდებულია რუსულ ბაზარზე. "გორგიას", "ბარამბოს", "კამპას" და ა.შ. პროდუქცია ევროპაში არავის სჭირდება ან თუ სჭირდება, ძალიან მცირე რაოდენობით. მთელი მათი შემოსავალი რუსული რუბლია, რომ არა რუსეთის ბაზარი, ალბათ ვერც იარსებებდნენ. ამ კომპანიების დამფუძნებლები კი ორპირა ვირეშმაკები არიან, აქეთაც არიან და იქითაც. შეირგეთ რა რაც ამ ხელისუფლების ხელში გაქვთ თავისუფალი ბიზნესგარემო, დააფასეთ და მორჩით ორმაგი სტანდარტით თამაშს“ - წერს ნინო ფოჩხუა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930