გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, აპრილი 10, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ მაჭარაშვილი: ბიძინა ივანიშვილი იმ ადამიანებს ეკუთვნის, ვინც სამშობლოს მშვიდობას და სუვერენიტეტს არ გაცვლის პირად კეთილდღეობაზე და უცხო ქვეყანაში წითელ ხალიჩაზე სიარულში

27-12-2024

არ დაუშვა ომი საქართველოში! იცავს ქართულ იდენტობას და ტრადიციებს ! ჯერ ფაქტობრივად ახლა ფორმალურად დაასანქცირეს, - წერს „ხალხის ძალის” აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი აშშ-ის მიერ „ქართული ოცნების” დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შესახებ.


როგორც მაჭარაშვილი აღნიშნავს, ავიწყდებათ რომ ბიძინა ივანიშვილი იმ ადამიანებს ეკუთვნის, ვინც სამშობლოს მშვიდობას და სუვერენიტეტს არ გაცვლის პირად კეთილდღეობაზე და უცხო ქვეყანაში წითელ ხალიჩაზე სიარულში.


„არ დაუშვა ომი საქართველოში ! იცავს ქართულ იდენტობას და ტრადიციებს ! ეხმარებოდა და ეხმარება ქართულ სპორტს, ხელოვნებას, კულტურას და მათ წარმომადგენლებს ! ამისთვის ჯერ ფაქტობრივად ახლა უკვე ფორმალურად დაასანქცირეს. თუმცა ავიწყდებათ რომ ბიძინა ივანიშვილი იმ ადამიანებს ეკუთვნის ვინც სამშობლოს მშვიდობას და სუვერენიტეტს არ გაცვლის პირად კეთილდღეობაზე და უცხო ქვეყანაში წითელ ხალიჩაზე სიარულში”- წერს გურამ მაჭარაშვილი სოციალურ ქსელში.


აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930