გაიგე განსხვავებული

პარასკევი, აპრილი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გამსახურდია აშშ-ის მიერ ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე: დასანქცირებულია ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ, იმიტომ რომ საქართველო ომის ცეცხლში არ გახვია, ქვეყანა ნაცებივით რუსებს არ ჩააბარა

28-12-2024

გიორგი გამსახურდია ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ივანიშვილს პატრიოტიზმისათვის გასცეს ეს პასუხი.


როგორც გამსახურდია აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილი დასანქცირებულია იმიტომ, რომ საქართველო ომის ცეცხლში არ გახვია, ქვეყანა ნაცებივით რუსებს არ ჩააბარა და იმიტომ რომ ყველა ევროპული სიკეთე, დღეს რაც საქართველოს აბადია, მისი მენეჯმენტის პირობებში, პრაგმატულად და მშვიდობიანად მივიღეთ.


„დასანქცირებულია ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ, იმიტომ რომ საქართველო ომის ცეცხლში არ გახვია. ქვეყანა ნაცებივით რუსებს არ ჩააბარა და მიყიდა, იმიტომ რომ ყველა ევროპული სიკეთე, დღეს რაც გვაბადია, მისი მენეჯმენტის პირობებში, პრაგმატულად და მშვიდობიანად მივიღეთ. მოკლედ, პატრიოტიზმისათვის გასცეს ეს პასუხი. წავა ჯო პენსიაზე და სამართლიანი კაცი, 20 იანვრიდან აღადგენს სამართლიანობას“, - წერს გიორგი გამსახურდია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930