გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, აპრილი 10, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: 1000 კაცი იკრიბება ყოველდღე, ეს არის პარტიების და ენჯეოების აქტივი, თუმცა 1000 კაცის გამოსვლა ვერ გადაწონის 1 120 000-ზე მეტი ამომრჩევლის გადაწყვეტილებას

29-12-2024

1000 კაცი იკრიბება ყოველ დღე, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის პარტიების და ენჯეოების აქტივი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


პრემიერის თქმით, 1000 კაცის გამოსვლა ვერ გადაწონის 1 120 000-ზე მეტი ამომრჩევლის გადაწყვეტილებას.


„1000 კაცი იკრიბება ყოველდღე. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის პარტიების და ენჯეოების აქტივი, რა თქმა უნდა, მათაც აქვთ დემოკრატიული გამოხატვის უფლება, აქედან გამომდინარე, ხელისუფლება მათ თავიდან ბოლომდე აძლევს საშუალებას, რომ მათ გამოხატონ თავიანთი აზრი, თუმცა 1000 კაცის გამოსვლა ვერ გადაწონის 1 120 000-ზე მეტი ამომრჩევლის გადაწყვეტილებას. ეს გადაწყვეტილება არის ის, რომ საქართველოში „ქართული ოცნება" განაგრძობს ქვეყნის მართვას შემდეგი 4 წლის განმავლობაში", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930