გაიგე განსხვავებული

პარასკევი, მაისი 23, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: მაკკეინის ინსტიტუტმა ახალი პროექტი დაწერა, რომელსაც ერთადერთი ბენეფიციარი ჰყავს - ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

9-01-2025

„მაკკეინის ინსტიტუტმა, რომელსაც საქართველოში რევოლუციური პროექტი ჩაუვარდა, ახალი პროექტი დაწერა რომელსაც ამჯერად ერთადერთი ბენეფიციარი ჰყავს - ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი“- წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.


ანალიტიკოსის თქმით, ამ პროექტის ფარგლებში დაუფინანსეს თბილისში ახალი ოფისი და მომსახურე შტატი.


„მაკკეინის ინსტიტუტმა, რომელსაც საქართველოში რევოლუციური პროექტი ჩაუვარდა, ახალი პროექტი დაწერა რომელსაც ამჯერად ერთადერთი ბენეფიციარი ჰყავს - ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ამ პროექტის ფარგლებში დაუფინანსეს თბილისში ახალი ოფისი და მომსახურე შტატი. თუმცა, ვფიქრობ სხვა დონორებიც გაიკრავდნენ ჯიბეზე ხელს... ოღონდ ეგაა, რომ პირველივე ბრიფინგზე მათმა აგენტმა-ბენეფიციარმა, რომ იტყვიან ტყაპანი მოადინა. ეს იმიტომ, რომ ნარცისიზმი და თვითგანდიდების მანია რომლისგანაც სალომე ვერა და ვერ გათავისუფლდა, ადამიანს ბევრ სისულელეს ალაპარაკებს. ჰოდა, ზურაბიშვილმაც დღეს ამ მხრივ გადაჭარბებით შეასრულა გეგმა. მის კურატორებს მაკკეინის ინსტიტუტიდან კი ვეტყოდი: "you bet on the wrong horse", - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031