გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ედიშერ გვენეტაძე: მაშინ, როცა კონგრესმენი უილსონი ჩალის ფასის წერილს წერდა, საქართველოს ბოიკოტი გამოუცხადეთო, გერმანიაში რამშტაინის შეხვედრას დაესწრო საქართველოს თავდაცვის მინისტრი

9-01-2025

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანის რამშტაინის შეხვედრაში მონაწილეობას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ გერმანიაში მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობა მინისტრმა იმ დროს მიიღო, როცა მეხუთე კოლონა აღფრთოვანებულია საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებისთვის სანქციების დაწესების გამო.


მისივე განცხადებით, ირაკლი ჩიქოვანის ვიზიტი დაემთხვა ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონისა და მისი მსგავსი ლობიატების წერილსაც, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების ბოიკოტისკენ მოუწოდებენ დასავლეთს. შესაბამისად, გვენეტაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს შიდა და გარე მტრები, სალომე ზურაბიშვილისა და მიხაელ როთის ამარა რჩებიან.


„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მყოფი მეხუთე კოლონა აღფრთოვანებულია საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს პირებს სანქციები დაუწესესო, მაშინ, როდესაც ევროპელი პენისიონერების წაგლეჯილი ფულების მომლოდინე ამერიკელთა სირცხვილი, კეზერას მორიგი 1000$ დოლარიან ტრანშის მომლოდინე კონგრესმენი უილსონი, თავისნაირ "დიშოვი" ლობისტებთან ერთად ჩალის ფასის წერილს გამალებული წერდა საქართველოს სახელმწიფოს და ხალხს ბოიკოტი გამოუცხადეთო, ზუსტად იმ დროს გერმანიაში რამშტაინის შეხვედრაზე, სადაც სიტყვით გამოვიდა აშშ თავდაცვის მინისტრი, მიწვეული იყო და დაესწრო საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბნი ირაკლი ჩიქოვანი. ასე რომ, როგორც ვხედავთ ისე მიდის საქმენი ჩვენი ქვეყნისანი - საქართველოს გარე და შინა ავისმოსურნენი მართლაცდა, პირში ჩალაგამოვლებულნი და უპატრონონი რჩებიან სალომესა და როთის ამარა”, - წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031