გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ენუქიძე: სახელმწიფო ქონების პრივატიზების 2024 წლის გეგმა წარმატებით შესრულდა

14-01-2025

სახელმწიფო ქონების 2024 წლის პრივატიზაციის გეგმა 100%-ით შესრულდა. ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის, ნინო ენუქიძის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებული თანხის მოცულობამ ჯამში 236 000 000 ლარს გადააჭარბა.


„წარმატებით შესრულდა 2024 წლის პრივატიზაციის გეგმა, გასული წლის განმავლობაში ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 1 400-ზე მეტი ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა, პრივატიზებული ქონების ოდენობამ კი ჯამში 600 ერთეულს გადააჭარბა. აქტიური მუშაობა სახელმწიფო ქონების პრივატიზების კუთხით 2025 წელსაც გაგრძელდება და ვეცდებით, რომ გეგმა კვლავ ასი პროცენტით შევასრულოთ" - განაცხადა ნინო ენუქიძემ.


ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესი გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომია. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მონაწილეობა მიიღოს მიმდინარე ელექტრონულ აუქციონებში და მოკლე დროში გახდეს სახელმწიფო აქტივის მესაკუთრე. დაჩქარებული პრივატიზაციის პროცესს და კერძო სექტორისთვის სხვადასხვა, საინვესტიციოდ მიმზიდველი უძრავი ქონების პროაქტიულად შეთავაზებას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აქტიურად გააგრძელებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031