გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: შესაბამისმა ძალებმა ჯერ კეზერაშვილს მოაპარინეს ფული ჩვენი ჯარის, ბიზნესის, შემდეგ ევროპელი პენსიონერების ხარჯზე, ამ მოპარულ ფულს კი ახარჯვინებენ პოლიტიკური მიზნებისათვის, ზუსტად იგივე ხელწერა იკვეთება ბაჩიაშვილის შემთხვევაშიც

23-01-2025

შესაბამისი ძალები უზრუნველყოფენ იმას, რომ კონკრეტულმა ადამიანმა ჩაიდინოს დანაშაული, წაიღოს თანხები ამ დანაშაულის შედეგად და შემდეგ ახარჯვინებენ ამ თანხებს პოლიტიკური მიზნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.


როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დანაშაულის დეტალებზე უნდა იმსჯელოს შესაბამისმა უწყებამ, „შესაბამისი ძალები უზრუნველყოფენ იმას, რომ კონკრეტულმა ადამიანმა ჩაიდინოს დანაშაული, წაიღოს თანხები ამ დანაშაულის შედეგად და შემდეგ ახარჯვინებენ ამ თანხებს პოლიტიკური მიზნებისთვის. თავად დანაშაულის დეტალებზე უნდა იმსჯელოს შესაბამისმა უწყებამ, სასამართლო ხელისუფლებამ, მაგრამ ზოგადად ხელწერა არის აბსოლუტურად ნათელი და გამოკვეთილი. ასეთი ხელწერით მოქმედებენ ისინი სხვა შემთხვევებშიც. თქვენ იცით, რომ იგივე კეზერაშვილის შემთხვევა, როდესაც მას მოაპარინეს ჯერ ფული ჩვენი ჯარის ხარჯზე, ბიზნესის ხარჯზე, შემდეგ ევროპელი პენსიონერების ხარჯზე, შემდეგ უკვე ამ მოპარულ ფულს ახარჯვინებენ პოლიტიკური მიზნებისათვის, ზუსტად იგივე ხელწერა იკვეთება ბაჩიაშვილის შემთხვევაშიც", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031