გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ბათუმში ოპოზიცია ამომრჩეველზე ზეწოლას აპროტესტებს

28-10-2018

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება ბათუმის მეცხრე საარჩევნო უბანზე - ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, "ქართული ოცნების" აქტივისტები საარჩევნო უბნის გარეთ, ამომრჩეველზე ზეწოლას ახორციელებენ.


გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" განმარტავს, რომ ავტომობილებში მობილიზებული აქტივისტები ფულით ცდილობენ ამომრჩევლის მოსყიდვას, ასევე ადგილზე იმყოფებიან დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც ზეწოლას ახდენენ ხმის მისაცემად მისულ ადამიანებზე. 

მომხდარ ფაქტზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა დაწერეს საჩივარი, რასაც უბანზე ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. 



rustavi2.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728