გაიგე განსხვავებული

პარასკევი, მაისი 30, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: ინგლისი ნამდვილად არის დემოკრატიის აკვანი, ეს არის ჯონ ლოკის ქვეყანა და ასეთ ქვეყანაში მტკიცებულებების გარეშე ადამიანების დასჯაზე საუბარი აბსოლუტურად სამარცხვინო მოვლენაა

31-01-2025

ვიღაცებს „შერატონი" ჰგონიათ ცივილიზაციის აკვანი, თუმცა სინამდვილეში სხვა რამეშია საქმე, ინგლისი ნამდვილად არის დემოკრატიის აკვანი და როდესაც ასეთი ქვეყანა ყოველგვარი მიზეზის გარეშე საუბრობს სანქციებთან დაკავშირებით, ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი, - ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა.


მისივე შეფასებით, სამარცხვინო მოვლენაა, როდესაც ჯონ ლოკის ქვეყანაში მტკიცებულებების გარეშე ადამიანების დასჯაზეა საუბარი.


„ზოგადად, ინგლისი, დიდი ბრიტანეთი არის ერთგვარი აკვანი დემოკრატიული ცივილიზაციის, დემოკრატიის აკვანი. ვიღაცებს „შერატონი" ჰგონიათ ცივილიზაციის აკვანი, თუმცა სინამდვილეში სხვა რამეშია საქმე. ინგლისი ნამდვილად არის დემოკრატიის აკვანი. როდესაც ასეთი ქვეყანა ყოველგვარი მიზეზის გარეშე საუბრობს სანქციებთან დაკავშირებით, ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი. ეს არის ჯონ ლოკის ქვეყანა და ასეთ ქვეყანაში მტკიცებულებების გარეშე ადამიანების დასჯაზე საუბარი აბსოლუტურად სამარცხვინო მოვლენაა,"- განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031