გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ქუთაისში ამომრჩეველმა სიაში 5 წლის წინ გარდაცვლილი შვილი აღმოაჩინა

28-10-2018

ამომრჩეველი ითხოვს, გაუქმდეს ბიულეტინი. მისივე განმარტებით, გარდაცვლილი კაცი კედლის სიაში არ ფიქსირდება, თუმცა დავით ლომსაძის სახელი და გვარი სამაგიდო სიაში აღმოჩნდა. კომისიის თავმჯდომარის თქმით, დაინტერესებულმა პირმა ცესკოს უნდა მიმართოს, რადგან ფაქტზე რეაგირება მათ კომპეტენციაში არ შედის.


ცესკოში მორიგი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. ანა მიქელაძის თქმით, დარღვევებზე შესულ განცხადებებს საარჩევნო ადმინისტრაცია კანონის ფარგლებში შეისწავლის და  რეაგირებას მოახდენს.


12:00 საათის მონაცემებით არჩევანი ამომრჩეველთა 15,95% გააკეთა ანუ კენჭისყრაში მონაწილეობა უკვე მიიღო 558 755 ამომრჩეველმა. მონაცემები დაახლოებით 2%-ით ჩამორჩება 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების 12-საათიან მონაცემებს (17,15%).

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031