გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს: თქვენი პირველი ვიზიტი ყაზახეთში მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც გვთავაზობს ახალ პერსპექტივებს ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში

5-02-2025

თქვენი პირველი ვიზიტი ყაზახეთში მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც გვთავაზობს ახალ პერსპექტივებს ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, - ამის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ოლჟას ბეკტენოვმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრისას განაცხადა.


მისი თქმით, ყაზახეთის ხელისუფლების ურყევი გადაწყვეტილებაა ქვეყნებს შორის საინვესტიციო პარტნიორობის შემდგომი განმტკიცება და ბიზნესისთვის პირობების გაუმჯობესება.


„პირველ რიგში, გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას. გისურვებთ წარმატებას ამ საპასუხისმგებლო პოსტზე. ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენი პირველი ვიზიტი ყაზახეთში მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც გვთავაზობს ახალ პერსპექტივებს ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში. ჩვენს ქვეყნებს აქვთ ბევრი საერთო ინტერესი. ჩვენ ვაფასებთ თქვენს პირად ძალისხმევას ყაზახეთ-საქართველოს პარტნიორობის განმტკიცების თვალსაზრისით. დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან 30-ზე მეტი წლის განმავლობაში ყაზახეთი და საქართველო იქცნენ არა მხოლოდ მეგობარ სახელმწიფოებად, არამედ სანდო პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარტნიორებადაც.


საქართველო არის ყაზახეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორი. ამ მხრივ აღსანიშნავია პოზიტიური ტენდენციები ინვესტიციების მხრივ.


ყაზახმა მეწარმეებმა განახორციელეს დაახლოებით 620 დოლარის ოდენობის ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკაში. ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა ჩვენი საინვესტიციო პარტნიორობის შემდგომი განმტკიცება და ბიზნესისთვის პირობების გაუმჯობესება“, - განაცხადა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728