გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ჩიხელიძე მამუკა ხაზარაძეზე: თაღლითობა არ იკმარა და ახლა საქართველოში სხვა ქვეყნის ინტერესების გატარება დაიწყო

5-02-2025

ექსპერტი დავით ჩიხელიძე „ლელოს” ლიდერის მამუკა ხაზარაძის იმ განცხადებას ეხმიანება, რომელიც აცხადებს, რომ “აშშ-მა უნდა განახორციელოს ზეწოლა „ქართული ოცნების” არალეგიტიმურ, პროირანულ და პროჩინურ რეჟიმზე, რათა დაიცვას თავისი გეოპოლიტიკური ინტერესები შავი ზღვის რეგიონში”.


ექსპერტის თქმით, მამუკა ხაზარაძე უსამშობლო, ქვეყნის მტრის სახე არის, რომელიც საქართველოში სხვა ქვეყნის ინტერესებს ატარებს და დასავლელ ბატონებს ემსახურება.


„ტოპ ტვინების შეფმა აღიარა, რომ ტოპ ჯაშუშია, ამერიკას პირდაპირ ეუბნება შენი ინტერესები დაიცავი, საქართველოს ინტერესები რა დასაცავი არისო. გესმით რას კადრულობს? თაღლითობა არ იკმარა და ახლა საქართველოში სხვა ქვეყნის ინტერესების გატარება დაიწყო. ხაზარაძე უსამშობლო, ქვეყნის მტრის სახე არის, რომელიც საქართველოში სხვა ქვეყნის ინტერესებს ატარებს და დასავლელ ბატონებს ემსახურება! ქართულ პოლიტიკაში ქვეყნის მტრების ადგილი არ არის, ჯაშუშები ისევე უნდა მოიკვეთონ ქართული პოლიტიკისგან, როგორც სხეულიდან სიცოცხლისთვის საშიში მეტასტაზები!”, - წერს ჩიხელიძე ფეისბუქზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728