გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
დედამ 7 წლის ქალიშვილის მკვლელი სასამართლო დარბაზში მოკლა - ამბავი, რომელმაც 37 წლის წინ მსოფლიო შეძრა

28-10-2018

...1981 წლის 6 მარ­ტი. გერ­მა­ნია, ლუ­ბე­კის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს დარ­ბა­ზი. 31 წლის მა­რი­ა­ნე ბახ­მა­ი­ე­რი მჭიდს და­აც­ლის 35 წლის კლა­უს გრა­ბოვ­სკის, რო­მელ­მაც ერთი წლით ადრე, მა­რი­ა­ნეს 7 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი მოკ­ლა... ეს არის მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ვი­ჯი­ლან­ტიზ­მის აქტი (ე.წ „სა­ხალ­ხო სა­მარ­თა­ლი“, ლინ­ჩის წესი), რის შემ­დე­გაც ბახ­მა­ი­ე­რის საქ­მე გერ­მა­ნი­ამ და მსოფ­ლი­ომ გა­იც­ნო....



ანას მკვლე­ლო­ბა

7 წლი­სა და 5 თვის ანა ბახ­მა­ი­ე­რი, 1980 წლის 5 მა­ისს სკო­ლა­ში არ წა­სუ­ლა. გო­გო­ნა სკო­ლის მე­გო­ბარ­თან სტუმ­რად მი­დი­ო­და, როცა 35 წლის ყა­საბ­მა, კლა­უს გრა­ბოვ­სკიმ გა­ი­ტა­ცა. რო­გორც საქ­მის მა­სა­ლე­ბი­დან ირ­კვე­ვა, მა­მა­კაცს ბავ­შვი სა­კუ­თარ სახ­ლში რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი ჰყავ­და და­ტყვე­ვე­ბუ­ლი, შემ­დეგ კი მი­სი­ვე რე­ი­ტუ­ზით და­ახ­რჩო. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გრა­ბოვ­სკიმ გო­გო­ნას ცხე­და­რი ყუთ­ში მო­ა­თავ­სა და არ­ხის პი­რას და­მარ­ხა.



კლა­უს გრა­ბოვ­სკი ამ და­ნა­შა­უ­ლამ­დე ბრალ­დე­ბუ­ლი იყო სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­ში ორი გო­გო­ნას მი­მართ. 1976 წელს მას კას­ტრა­ცია გა­უ­კეთ­და. რო­დე­საც 7 წლის ანას საქ­მე­ზე და­ა­კა­ვეს, გრა­ბოვ­სკი ირ­წმუ­ნე­ბო­და, რომ გო­გო­ნა­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა არ გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბია. მისი თქმით, ბავ­შვმა უთხრა, რომ დე­დას მო­უყ­ვე­ბო­და ამ ამ­ბის შე­სა­ხებ და გრა­ბოვ­სკის ფულს გა­მოს­ძა­ლავ­დნენ...



მა­რი­ა­ნეს მძი­მე წარ­სუ­ლი

მა­რი­ა­ნე ბახ­მა­ი­ერს თა­ვა­დაც უმ­ძი­მე­სი წარ­სუ­ლი ჰქონ­და. მა­მა­მი­სი ნა­ცის­ტუ­რი Waffen-SS-ის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რი იყო. გო­გო­ნას მშობ­ლე­ბი ადრე და­შორ­დნენ ერ­თმა­ნეთს. მა­რი­ა­ნე პირ­ვე­ლად 16 წლის ასაკ­ში გახ­და დედა. 18 წლის ასაკ­ში კი მე­ო­რედ და­ფეხ­მძიმ­და შეყ­ვა­რე­ბუ­ლის­გან. მე­ო­რე ქა­ლიშ­ვი­ლის შე­ძე­ნის შემ­დეგ მა­ლე­ვე, მა­რი­ა­ნე გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს. ახალ­გაზ­რდა დე­დას ორი­ვე ბავ­შვი ჩა­მო­ა­შო­რეს და აღ­საზ­რდე­ლად ოჯა­ხებს გა­დას­ცეს.



1973 წელს და­ი­ბა­და ანა. მა­რი­ა­ნე უკვე 23 წლის იყო, მუ­შა­ობ­და და ქა­ლიშ­ვი­ლი ყვე­ლას­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად აღ­ზარ­და. ანას და­ბა­დე­ბის შემ­დეგ, მა­რი­ა­ნემ სტე­რი­ლი­ზა­ცია გა­ი­კე­თა.



მკვლე­ლის მკვლე­ლო­ბა

...1981 წლის 6 მარტს, გრა­ბოვ­სკის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის მე­სა­მე დღეს, მა­რი­ა­ნე ბახ­მა­ი­ერ­მა დარ­ბაზ­ში „ბე­რე­ტას“ ტი­პის პის­ტო­ლე­ტი ჩან­თით შე­ი­ტა­ნა. ქალ­მა ია­რა­ღი შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს ზურ­გში და­უ­მიზ­ნა და რვა­ჯერ გა­ის­რო­ლა. 35 წლის ბრალ­დე­ბულს 7 ტყვია მოხ­ვდა და ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

ამ­ბავ­მა მსოფ­ლიო შეძ­რა. ლი­უ­ბეკ­ში მომ­ხდა­რი ფაქ­ტის გა­სა­შუ­ქებ­ლად მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან და­ი­წყეს ჩას­ვლა ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა. მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა მა­რი­ა­ნეს ქმე­დე­ბა გა­ა­მარ­თლა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მა­რი­ა­ნემ თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის ის­ტო­რია გერ­მა­ნულ გა­მო­ცე­მა Stern-ს 250 000 გერ­მა­ნულ მარ­კად მიჰ­ყი­და.



მა­რი­ა­ნეს წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მე აღიძ­რა. ბახ­მა­ი­ე­რის ად­ვო­კა­ტე­ბი აცხა­დებ­დნენ, რომ ქალი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის მო­მენ­ტში სტრე­სულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო და ვერ აც­ნო­ბი­ე­რებ­და სა­კუ­თარ ქმე­დე­ბებს. ბრალ­დე­ბის მხა­რე კი ირ­წმუ­ნე­ბო­და, რომ ბახ­მა­ი­ერ­მა შუ­რის­ძი­ე­ბა და­გეგ­მა და აღას­რუ­ლა.



პრო­ცე­სე­ბის დროს, გრა­ბოვ­სკის საქ­მის მო­სა­მარ­თლემ გა­იხ­სე­ნა ქა­ლის ფრა­ზა, რო­მე­ლიც მან ქა­ლიშ­ვი­ლის მკვლე­ლის მოკ­ვლის შემ­დეგ წარ­მოთ­ქვა: "მინ­დო­და სა­ხე­ში მეს­რო­ლა მის­თვის, მაგ­რამ მხო­ლოდ ზურ­გში სრო­ლა მო­ვა­ხერ­ხე. იმე­დია ის მკვდა­რია", - ასე გა­იხ­სე­ნა მო­სა­მარ­თლემ ბახ­მა­ი­ე­რის სი­ტყვე­ბი.


2-წლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის შემ­დეგ, 1983 წლის 2 მარტს ლი­უ­ბე­კის სა­სა­მარ­თლომ მა­რი­ა­ნე ბახ­მა­ი­ერს მკვლე­ლო­ბი­სა და ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ნახ­ვის გამო 6-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა. ცი­ხე­ში სამი წლის გა­ტა­რე­ბის შემ­დეგ მა­რი­ა­ნე ნა­ად­რე­ვად გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს „სუ­ი­ცი­დის რის­კის“ გამო.



1985 წელს მა­რი­ა­ნე და­ქორ­წინ­და და რამ­დე­ნი­მე წელ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად ნი­გე­რი­ა­ში გა­და­ვი­და მე­უღ­ლეს­თან ერ­თად. წყვი­ლი გერ­მა­ნულ ბა­ნაკ­ში ცხოვ­რობ­და, სა­დაც მა­რი­ა­ნეს ქმა­რი გერ­მა­ნულ სკო­ლა­ში ას­წავ­ლი­და. 1990 წელს გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ, მა­რი­ა­ნე სი­ცი­ლი­ა­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. მა­ლე­ვე მას სიმ­სივ­ნე და­უდ­გინ­და და ქალი სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და.


სიმ­სივ­ნეს­თან რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი ბრძო­ლის შემ­დეგ, მა­რი­ა­ნე ბახ­მა­ი­ე­რი 1996 წელს ლუ­ბე­კის ჰოს­პი­ტალ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ის თა­ვი­სი ქა­ლიშ­ვი­ლის ანას გვერ­დი­თაა დაკ­რძა­ლუ­ლი.


ambebi.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930