28-10-2018
ოკუპირებული აფხაზეთიდან გალის რაიონის სოფლების მოსახლეობა საპრეზიდენტო არჩევნებზე მონაწილეობის მისაღებად აქტიურად გადმოდის.
ადგილობრივები ენგურის ხიდზე ამბობენ, რომ ე.წ. საზღვარზე გადმოსვლისას პრობლემა არ ჰქონიათ, თუმცა ე.წ. გამშვები პუნქტიდან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა ფეხით უწევთ, რადგან ენგურის ხიდზე მხოლოდ ერთი - გაეროს მიერ დანიშნული მიკროავტობუსი მოძრაობს.
"დილით გადმოვედი ფეხით, იქითაც ასე მივდივარ. არჩევნებზეც მივიღე მონაწილეობა. იქიდან არანაირი შეზღუდვა არ არის, თუმცა აქ მხოლოდ ერთი მარშუტკა მოძრაობს, რომელიც უფასო არის. მის ლოდინს ფეხით დროულად გადასვლა გვირჩევნია", - თქვა გალის ერთ-ერთმა მცხოვრებმა.
გადმომსვლელები ამბობენ, რომ კერძო მიკროავტობუსები არჩევნების გამო არ მუშაობენ.
"დილით გადმოვედი, აფხაზეთის საგუშაგოსთან ვიკითხე რატომ არ დადიან მარშუტკები-მეთქი. იქ მითხრეს ალბათ არჩევნების გამოო. სწორედ ამ არჩევნების გამო გადმოვედი დღეს", - ამბობს ოკუპირებულ აფხაზეთის მკვიდრი.
16-11-2024
16-11-2024