გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივნისი 17, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რიკარდ იოზვიაკი: ჰეგსეტის ხედვა უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ არ არის ახალი ამერიკულ პოლიტიკაში. ევროკავშირი ფულის გადამხდელია, და არა მოთამაშე

13-02-2025

რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივნის პიტ ჰეგსეტის ხედვა უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ არ არის ახალი მოვლენა ამერიკულ პოლიტიკაში, ხოლო ევროკავშირი უფრო ფულის გადამხდელია, ვიდრე მოთამაშე.


„ორი რამ გუშინდლის შემდეგ: ჰეგსეტის ხედვა უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ არ არის ახალი ამერიკულ პოლიტიკაში. გაიხსენეთ, რომ ზუსტად DC [ვაშინგტონმა] 2023 და 2024 წლებში უკრაინას უარი უთხრა წევრობის მკაფიო გეგმის მინიჭებაზე. ევროკავშირი ფულის გადამხდელია, და არა მოთამაშე. როგორც ყოველთვის. ასეთი გრძნობა მაქვს, რომ ბრიუსელში ამას ყველა ეთანხმება“, - დაწერა მან.


ცნობისთვის, გუშინ პენტაგონის ხელმძღვანელმა პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ ნატოში უკრაინის გაწევრიანება არარეალისტურია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30