გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივნისი 14, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ჭეიშვილი ბათუმის ტრაგედიაზე: ვითომ მგლოვიარე და სინამდვილეში გვამებზე მეოცნებე ნაძირალები, ყველაფერს აკეთებენ, რომ ხელისუფლებას დააბრალონ ყველაფერი, ერთი ღამე მაინც იგლოვეთ ისე, რომ პოლიტიკა არ გაურიოთ

16-02-2025

„ქვეყანაში ასეთი ტრაგედია მოხდა და იმის მაგივრად იგლოვონ და დაელოდონ ზუსტ ინფორმაციას, თუ სად, რა, როგორ მოხდა, ეს ვითომ მგლოვიარე და სინამდვილეში გვამებზე მეოცნებე ნაძირალები, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ხელისუფლებას დღესვე, ერთ საათში დააბრალონ ყველაფერი“, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ჭეიშვილი ბათუმში მომხდარი უბედური შემთხვევის ირგვლივ ოპოზიციის სპეკულაციებზე.


ჭეიშვილი სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახებს და წერს, რომ „ყველაფერი გაირკვევა აუცილებლად“.


„ქვეყანაში ასეთი ტრაგედია მოხდა და იმის მაგივრად იგლოვონ და დაელოდონ ზუსტ ინფორმაციას, თუ სად,რა, როგორ მოხდა, ეს ვითომ მგლოვიარე და სინამდვილეში გვამებზე მეოცნებე ნაძირალები, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ხელისუფლებას დღესვე, ერთ საათში დააბრალონ ყველაფერი! ერთი ღამე მაინც იგლოვეთ ისე რომ პოლიტიკა არ გაურიოთ თქვენ უღმერთოებო და ხვალ მაინც დაიწყეთ გამოძიება. ორი ანგელოზი დაიღუპა ბოლოს და ბოლოს და თქვენ იმის გასარკვევად გცალიათ, თუ სად მოხდა ტრაგედია სამშენებლო ტერიტორიაზე თუ ტერიტორიის მიღმა?! გათენდება და ყველაფერი გაირკვევა აუცილებლად! არსად არაფერი დაიმალება, მით უმეტეს 100 მოწმე ჰყავს მომხდარს ! ვუსამძიმრებ ამ უმძიმეს ტრაგედიას სრულიად საქართველოს და გარდაცვლილების ოჯახს,“ - წერს ირაკლი ჭეიშვილი სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30