29-10-2018
თბილისში, ვაჟა-ფშაველას მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობა რვასართულიანი შენობის მშენებლობას აპროტესტებს. ამის შესახებ 1tv.ge წერს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თავის დროზე მათი ხელმოწერები გააყალბეს და მშენებლობა მათი ნებართვის გარეშე დარღვევებით მიმდინარეობს. მათი თქმით, ამჟამად აშენებულია ექვსი სართული და მის დემონტაჟს ითხოვენ. აქციის მონაწილეების განმარტებით, ეს ადმინისტრაციული საქმე სააპელაციო სასამართლოშია გადაგზავნილი.
ვაჟა-ფშაველას მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებლების ნაწილი მთავარ პროკურატურასთან შენობის დემონტაჟთან ერთად გამოძიების დროულ დასრულებას ითხოვს.
16-11-2024
16-11-2024