გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივნისი 17, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კუპრაძე: სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან გაგვიუქმდა და ვინ წაიღო სტრატეგიული მოკავშირეობა ჩვენს რეგიონში? - სომხეთმა, რომელიც ჩვენთან შედარებით ჩამორჩენილი, მაჩანჩალა ქვეყანა იყო იმ საგარეო გზაზე, რომელზეც ჩვენ ვიდექით

21-02-2025

სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან გაგვიუქმდა და ვინ წაიღო სტრატეგიული მოკავშირეობა ჩვენს რეგიონში? - სომხეთმა. სომხეთმა, რომელიც ჩვენთან შედარებით ჩამორჩენილი, მაჩანჩალა ქვეყანა იყო იმ საგარეო გზაზე, რომელზეც ჩვენ ვიდექით, სომხეთმა გადაგვასწრო - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“ განაცხადა.


როგორც კუპრაძე აღნიშნავს, ის, რომ სომხეთი გახდა აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი, ხოლო საქართველომ დაკარგა ეს შესაძლებლობა, ეროვნული თავმოყვარეობის და რეგიონალური კონკურენციის საკითხია.


„ეს ხომ მათ შორის ცოტა ეროვნული თავმოყვარეობის, რეგიონალური კონკურენციის საკითხია. სომხეთი გახდა სტრატეგიული მოკავშირე ამერიკის შეერთებული შტატების და ამ დროს ჩვენ დავკარგეთ ეს შესაძლებლობა“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30