29-10-2018
გორში მომხდარი საზარელი მკვლელობის გამო დაკავებული ი.ნ. 2016 წელს, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ მას დარჩენილი სასჯელი გაუნახევრა, შესაბამისად აღნიშნულმა პირმა სასჯელაღსრულების დაწესებულება 2018 წლის თებერვალში დატოვა.
“აიპრესის” ხელთ არსებული სარწმუნო ინფორმაციის თანახმად, ბავშვის მკვლელობისთვის დაკავებული ჯერ კიდევ 2008 წელს დაიჭირეს, ძარცვისა და ყაჩაღობის ბრალდებით. 2009 წელს მას მიუსაჯეს 18 წელი, 2013 წელს საყოველთაო ამნისტია შეეხო და დააკლდა სასჯელის მეოთხედი, შესაბამისად მას მოსახდელი დარჩა 10 წელი, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ის 2018 წელს უნდა გამოსულიყო, მაგრამ 2014 წელს მან მიიყენა თვითდაზიანება და სამართებლის შენახვისთვის დაუმატეს 5 წელი.
შეწყალების კომისიის განცხადებით: პრეზიდენტმა 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს, სასჯელიდან 1 წელი და 1 თვე ჩამოაკლო
შეგახსნებთ, 2018 წლის 25 ოქტომბერს, გორში 8 წლის გოგონა დაახლოებით 14:00 საათზე გავიდა სახლიდან, რომელიც სკოლაში, ცეკვის წრეზე უნდა მისულიყო. მან სახლში მისვლა დააგვიანა. მშობლებმა ძებნა დაუწყეს, თუმცა ვერსად მიაკვლიეს. რის შემდეგ სამართალდაცველებს მიმართეს. იმავე დღეს, რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ 8 წლის გოგონა მოკლული იპოვეს. შსს-მ მომხდარ ფაქტზე, იმავე დღეს ადრე ნასამართლევი 34 წლის ი.ნ. დააკავა.
16-11-2024
16-11-2024